LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან 122 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

219
Untitled design (1)

ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან 122 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, რომლებიც უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილები. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები გრძელდება.

„მეხანძრე-მაშველებმა სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას პირველადი მოხმარების ნივთები, მედიკამენტები და პროდუქტები ჩაუტანეს.

გურიის რეგიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებიდან მობილიზებულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე მძიმე ტექნიკა და მცურავი საშუალებები. სტიქიის ზონაში მონიტორინგი სპეციალური დრონებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის…

Posted by საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური / Emergency Management Service on Saturday, 9 September 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g