ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 640 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება.
როგორც “ფორტუნას” სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შპს „საქართველოს მელიორაცია“ სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში აღდგება მერეკრძელა-კაპროვანის მასივის დამშრობი სისტემის 4,5 კმ სამელიორაციო არხი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი, რომლის ღირებულებაც 543 000 ლარია, მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება. აღდგენილი სამელიორაციო სერვისით მუნიციპალიტეტის სამი სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს.