ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 13 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
შსს-ს ინფორმაციით, ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. მათივე ცნობით, ჩანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.