LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოზურგეთში გაზით სამი ადამიანი მოიწამლა

75

ოზურგეთში ბუნებრივი აირის ნამწვით სამი ქალი მოიწამლა. დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს და ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან.

ექიმების შეფასებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

„მათი მდგომარეობა თავიდანვე საშუალო სიმძიმის იყო, თუმცა ამ დროისათვის გაუმჯობესებულია. ქალბატონებს ჩაუტარდათ ყველა საჭირო მკურნალობა. ისინი სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში დატოვებენ კლინიკას,“ – აცხადებს სამედიცინო ცენტრ „მედალფას“ დირექტორი, დავით მდინარაძე.

როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსსკ-ს 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g