LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოზურგეთში კოვიდინფიცირებულმა ქალმა იმშობიარა-ახალშობილს ინფექცია არ დაუდასტურად

132
636ab6fa-349c-4a6d-be67-5510ce21dc92-640

23 წლის მშობიარე ქალი ოზურგეთის კლინიკა “მედალფაში” გუშინ შეიყვანეს. ქალს კლინიკაში შესვლამდე ტესტი აუღეს და ის კოვიდდადებითი აღმოჩნდა.

როგორც კლინიკის დირექტორმა განაცხადა, მიუხედავად რთული კლინიკური სურათისა, ოპერაციამ მშვიდობიანად ჩაიარა და საკეისრო კვეთით დაიბადა გოგონა, რომელსაც კოვიდი არ დაუდასტურდა.

ახალშობილი ექიმებისა და ექთნების მზრუნველობის ქვეშ იმყოფება. იგი ბინაზე ხვალ გაეწერება.

რაც შეეხება დედის მდგომარეობას, ის ჯერჯერობით მკურნალობას ოზურგეთის კლინიკა “მედალფას” კოვიდგანყოფილებაში განაგრძობს. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g