ოზურგეთში, ქმარმა ცოლი მოკლა. არსებული ინფორმაციით, ქმარმა ცოლს სანადირო თოფით მიაყენა ჭრილობები.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში, ოჯახის წევრის, განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ამასთან, მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს.