ოზურგეთში, კოსტავას ქუჩის N129-ში საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის შედეგად განადგურებულია საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ოსიკო თოთიბაძის განცხადებით, მერია დაზარალებულს ყველა საჭირო დახმარებას გაუწევს.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები.