LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოზურგეთში „საქმიანი ეზოს“ მოწყობის სამუშაოებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ადგილზე გაეცნო

128
Untitled design (2)

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში „საქმიანი ეზოს“ მოწყობის სამუშაოებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი კახა ცერცვაძე ადგილზე გაეცნო. მისი განცხადებით, გურიის რეგიონში „საქმიანი ეზოები“ ფუნქციონირებს ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში. წლის ბოლომდე კი, ორი „საქმიანი ეზოს“ მოწყობა იგეგმება ლანჩხუთის და ერთის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ადგილობრივ მოსახლეობას  ყველა იმ სერვისთან ჰქონდეს გამარტივებული  წვდომა, რასაც სატყეო სააგენტო სთავაზობს. „საქმიანი ეზოების“ ფუნქციონირების მთავარი მიზანი მოსახლეობისა და კერძო სექტორის მერქნულ რესურსზე ხელმისაწვდომობის გამარტივებაა. სოციალური ჭრა ეტაპობრივად სატყეო სააგენტოს კომფორტული სერვისებით ჩანაცვლდება, რათა მოსახლეობისთვის ადვილად ხელმისაწვდომი გახდეს საშეშე მერქანი“, – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, თითქმის ყველა რეგიონში 39 „საქმიანი ეზო“ ფუნქციონირებს, რაც უზრუნველყოფს ტყესთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციისა და მომსახურების მიწოდების გამარტივებას. 2023 წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით, დამატებით 17  „საქმიანი ეზო“ მოეწყობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g