ოზურგეთში ურთიერთშელაპარაკებისას მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა სოფელ ნაღობილევში დღეს გამთენიისას მოხდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მამაკაცი ურთიერთ შელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.