LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა ბურჭულაძე: 8 აპრილს, 22:00 საათისთვის შევიკრიბოთ, იქნება სიტყვით გამოსვლები, დავდებთ ფიცს – ფინალურ ბრძოლაში ვართ, რუბიკონი გადალახულია, საჭიროა შემართება – შეიძლება დაიბადოს პოლიტიკური მოძრაობა

219
პაატა ბურჭულაძე

დილის 04:00 საათზე, ჩვენ დავდებთ ფიცს. ძალიან დიდი მოთხოვნაა რუსთაველზე, რომ დაიდოს ფიცი – ფიცი გვაძლევს იმის რწმენას, რომ ერთმანეთს არ ვუღალატოთ, – ამის შესახებ ოპერის მომღერალმა განაცხადა 8 აპრილს დაანონსებულ აქციაზე საუბრისას.

როგორც ბურჭულაძემ აღნიშნა, მოქალაქეები 22:00 საათზე შეიკრიბებიან, ხოლო 00:00 საათზე იქნება სიტყვით გამოსვლები.

„8 აპრილს, 22:00 საათისთვის შევიკრიბოთ. მაშინ, როდესაც 00:00 საათი გახდება, გვექნება მიკროფონი, იქნება სიტყვით გამოსვლები, ასე მივალთ დილის 04:00 საათამდე.

04:00 საათი არის ის დრო, როდესაც როდიონოვის ჯარი შემოიჭრა და დახოცა ჩვენი თანამემამულენი, ამ დროს, ზუსტად 04:00 საათზე დარეკავს ქაშვეთის ზარები. საპატრიარქო არის ჩვენთან ერთად, უწმინდესმა მოგვცა კურთხევა. ზარებს მოჰყვება ის, რომ სასულიერო პირი ჩაატარებს პანაშვიდს გარდაცვლილი სულებისთვის. ჩვენ ყველანი ერთად ვიგალობებთ. ყველას მოვუწოდებ, რაც შეიძლება მეტი მგალობლები შემოგვიერთდით.

ჩვენ ყურადღების ცენტრში გვეყოლება სინდისის პატიმრების მშობლები, რომლებიც გამოვლენ და წაიკითხავენ წერილებს თუ რა მოგვწერეს ჩვენმა ბიჭებმა ციხიდან. დილის 04:00 საათზე, ჩვენ დავდებთ ფიცს. ძალიან დიდი მოთხოვნაა რუსთაველზე, რომ დაიდოს ფიცი. ფიცი უკვე დაწერილია, ჩვენ უკვე ვიცით შინაარსი. ფიცი ერთობლივად დაიწერა, მაგრამ თავში ედგა რატი ამაღლობელი. ფიცი გვაძლევს იმის რწმენას, რომ ერთმანეთს არ ვუღალატოთ. პირობას ვდებთ, რომ ჩვენს საქართველოს მომავალს არ ვუღალატებთ, არ ვუღალატებთ სინდისის პატიმრების მშობლებს, ნათესავებს, დებს და ძმებს“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

კითხვაზე, რატომ გახდა ფიცის ელემენტის შემოღება საჭირო და რისი დასტურია, ამაზე ბურჭულაძემ უპასუხა, რომ ფიცის დადებით უფრო მეტი ადამიანი შემოემატება პროტესტს.

„ახლა ჩვენ ფინალურ ბრძოლაში ვართ, რუბიკონი გადალახულია, „ოცნების“ საქმე დაბლა ეშვება, ჩვენ წინ მივდივართ, ახლა საჭიროა შემართება. ამ ფიცით ჩვენ უფრო შემოგვემატება ხალხი“,- განაცხადა ბურჭულაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g