LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა ბურჭულაძე – ვინც წამოგორებულია ახლა ტახტზე და ელოდება, რომ ჩვენ ავდგებით და მას გავუხსნით ევროპის კარებს, მინდა, ვუთხრა, ადექით და გამოდით გარეთ

147
burchuladze_w_h

„გამარჯვება მოგვადგა კარს, მთავარია, ახლა ეს კარი გავუღოთ და შემოვუშვათ გამარჯვება ჩვენთან, ოჯახებში“, – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც მონაწილეობს მარშში, სახელწოდებით „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“.

„მიხარია, რომ დღეს ამდენ გულანთებულ ადამიანს ერთად ვუყურებ. პირდაპირ ეთერში, მინდა, ვუთხრა მათ, ოღონდ საწყენად არა – ვინც წამოგორებულია ახლა ტახტზე და ელოდება, რომ ჩვენ ყველანი ავდგებით და მას გავუხსნით ევროპის კარებს – მეგობრებო, ადექით და გამოდით გარეთ. თქვენც მიიღეთ ამ ისტორიულ მომენტში მონაწილეობა, რადგან დღეს საქართველო არის ჩვენი, ნუ მოვატაცებინებთ საქართველოს სხვანაირად მოაზროვნე ადამიანებს. როგორც ვაზროვნებ დღეს, ისე გამოვიდა საქართველო გარეთ. ასე რომ, ყველანი გარეთ გამობრძანდით და ერთად დავიცვათ ჩვენი მომავალი, რომელიც მოგვადგა კარს.

ფაქტობრივად, დღეს ჩვენ ვიტყვით, რომ არჩევნები გვაქვს მოგებული. ბევრნი ვიქნებით და გავუადვილებთ „ქართულ ოცნებას“, აღიარონ დამარცხება“,- განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები