LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა იმნაძე: უამრავი ადამიანი ერთად გახდება ავად და საავადმყოფოებზე დაწოლა მოიმატებს – აცრა, აცრა და აცრაა ერთადერთი ვარიანტი, რომ სიკვდილი თავიდან ავიცილოთ

117
პაატა იმნაძე

„ომიკრონის“ ძირითადი ვერაგობა ისაა, რომ ძალიან სწრაფად ვრცელდება – უამრავი ადამიანი ერთად გახდება ავად, შესაბამისად, საავადმყოფოებზე დაწოლა მოიმატებს“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, საეჭვო შემთხვევებს მუდმივად იკვლევენ. იმნაძის თქმით, „ომიკრონის“ ამდენ ქვეყანაში უკვე გავრცელებულია და საქართველოში გამოჩნდება. „ომიკრონის“ გავრცელებასთან დაკავშირებით მოწოდება კვლავ პირბადის ტარება და ვაქცინაციაა.

„ომიკრონის“ ძირითადი ვერაგობა ისაა, რომ ძალიან სწრაფად ვრცელდება. გაცილებით უფრო სწრაფად, ვიდრე „დელტა შტამი“. დღეს არსებული მონაცემებით, სიმძიმით არ გამოირჩევა, მაგრამ ის, რომ მაგალითად, ბრიტანეთი პანდემიის განმავლობაში ინფიცირების დღიური მაჩვენებლით რეკორდზე გავიდა, ნიშნავს იმას, რომ განსაკუთრებით ის, ვინც იმუნური არაა და კიდევ უამრავი ადამიანი ერთად გახდება ავად. შესაბამისად, მოიმატებს საავადმყოფოებზე დაწოლა. რაც არ უნდა ბევრი მსუბუქი შემთხვევა იყოს, იქნება მძიმე შემთხვევებიც, რომელსაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდება.

მოწოდება არის კვლავ პირბადის ტარება და რაც მთავარია, აცრა, აცრა და აცრა არის ერთადერთი ვარიანტი იმისა, რომ თავიდან ავიცილოთ სიკვდილი და მძიმე შემთხვევების დიდი რაოდენობა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

“ომიკრონი” საქართველოს მოუახლოვდა: ლევან გოფოძე

რაც შეეხება „მწვანე პასპორტის“ ვადის ცვლილებაზე დასმულ კითხვას – ხომ არ შეიცვალა მისი პოზიცია, რომ ე.წ. მწვანე სტატუსი მუდმივი არ უნდა იყოს, იმნაძემ უპასუხა, რომ მისი პოზიციაა, რომ ადამიანები აიცრან.

„ყველანაირად უნდა ვეცადოთ, ადამიანები დავარწმუნოთ, რომ აიცრან. ჩემს პოზიციას არასდროს ვიცვლი, სანამ არ დაგროვდება საკმარისი სამედიცინო მტკიცებულებები. ამიტომ ადამიანები უნდა აიცრან.“,- განაცხადა პაატა იმნაძემ და დასძინა, რომ ვაქცინაციის არსებული ტემპი არასაკმარისია.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, განსაკუთრებით ჩემი თაობის ადამიანებს – ავიცრათ იმისთვის, რომ ჩვენს ახლობლებს ჩვენი გამოტირება არ მოუწიოთ“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.

“ომირკონი” 70-ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება, მაგრამ 10-ჯერ ნელა იზრდება ფილტვის ქსოვილში, რაც შესაძლოა, დაავადების დაბალი სიმძიმის მაჩვენებელი იყოს – ზაზა წერეთელი კვლევის ახალ შედეგებზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები