LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა ხაჩიძე და დათო კენჭიაშვილი პრემიერით – სიზმარს გეტყვი

38

Ardaidardo.Ge

გადაცემას ”რადიო დუეტი” დათო კენჭიაშვილი და პაატა ხაჩიძე ესტუმრნენ.


ჩაიწერა ახალი სიმღერა, ვისი იდეა იყო თქვენი თანამშრომლობა?

დათო: – მე და პაატა არც ისე დიდი ხანია ვმეგობრობთ. პაატას მინდა მადლობა გადავუხადო საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულებისათვის. სხვათა შორის ჩემი და უფრო კარგად იცნობს პაატას, ვიდრე მე და მისი დამსახურებაც არის ჩვენი მეგობრობა.

პაატა: – კარგი სიურპრიზი გვაქვს დღეს მსმენელისთვის. მე და დათო დაახლოებით ორი თვის წინ შევხვდით ერთმანეთს, გადაღებაზე. მაშინ შევთანხმდით, რომ დუეტი ჩაგვეწერა. იდეა ერთობლივი იყო, მადლობა დათოს.


”ქუჩის ბიჭებში” რა ხდება?

მცირე პაუზა გვაქვს, გურამიკო ამერიკაშია, ზურა ბორჯომში მაჟორიტარ დეპუტატად იყრიდა კენჭს და საარჩევნო კამპანიით ვიყავით დაკავებული. თუმცა, ”ქუჩის ბიჭები” მალე ისევ გააქტიურდება. იცით, რომ მე, ზურა და ირაკლი სოლო კარიერასაც ვეწევით.


რა გეგმები გაქვთ?

პაატა:ვწერ სოლო ალბომს, ერთი სიმღერა დამრჩა ჩასაწერი. ყველას ვურჩევ რამენაირად გამონახონ თანხა და ახალი სიმღერა ჩაწერონ. თუ სურს მომღერალს, რომ სპონსორი მისით დაინტერესდეს, კარგი პროდუქტი უნდა შექმნას.

დათო: – არაფერს ვგეგმავ გარდა ჩემი სტუდიისა. როგორც იცით, ბავშვებს ვასწავლით სიმღერას. გვაქვს ორი ფილიალი, გლდანში ხიზანიშვილის ქუჩაზე და ვაკეში ფალიაშვილის ქუჩაზე. მიღება ხდება 4 წლიდან. ახალ სიმღერებსაც მალე მოვიტანთ.


ახალ სიმღერაზე ვისაუბროთ…

მუსიკა ერთობლივად მოვიფიქრეთ, არანჟირება აჩიკო ოშხერელმა გააკეთა. ჩაიწერა ჩემთან სტუდიაში, ნაწილი აჩიკოსთანაც. ტექსტი მე, პაატასა და ლელა გაბურს გვეკუთვნის. სატელევიზო პრემიერა უკვე შედგა და კარგი გამოხმაურება გამოიწვია. შესაძლოა, ვიდეორგოლიც გადავიღოთ. სიმღერის სახელწოდება გახლავთ ”სიზმარს გეტყვი”.

პაატა ხაჩიძე და დათო კენჭიაშვილი – სიზმარს გეტყვი

AudioPAATADATO-SIZMARSGETYVI

გადაცემის აუდიოჩანაწერი

Audiopaatakencho



ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები