LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა ხაჩიძე: „ვერ ვიტყვი,რომ ხელგაშლილი ვარ, რაც არ უნდა ბევრი მქონდეს…“

108
პაატა ხაჩიძე

„ქუჩის ბიჭების“ წევრი, პაატა ხაჩიძე ჟურნალ „თბილისელების“ კითხვებს საუბრობს ფინანსებსა და ფულის დახარჯვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

– საერთოდ, როგორი მხარჯველი ხარ?

– მე არ ვცხოვრობ დღევანდელი დღით. გეგმურად მივყვები ცხოვრებას. თავიდანვე ასეთი ვიყავი. მიზნები მაქვს და ვცდილობ, თანხები მათ განსახორციელებლად დავხარჯო. ვერ ვიტყვი, რომ ხელგაშლილი ვარ, ან მხარჯველი – რაც არ უნდა ბევრი მქონდეს. არიან ადამიანები, ვის გვერდითაც ბიჭები ვდგავართ და ვეხმარებით – გაჭირვებულ ადამიანებს ვგულისხმობ. რესტორანშიც დაგვიხარჯავს საზეიმო დღეებში, ოჯახისთვის, მნიშვნელოვანი შენაძენებისთვის, რა თქმა უნდა, ვხარჯავ, მაგრამ მაინც არ ვიტყვი, რომ დიდად მხარჯველი ადამიანი ვარ. არ მაქვს ასეთი სახელი. პაატა ხაჩიძე ნამდვილად არ არის მფლანგველი. როცა მიზანს დაისახავ, ფინანსებსაც მისკენ მიმართავ და სხვა უმნიშვნელო საგნებზე არ ხარჯავ. მოთმინების უნარიც მაქვს, არასდროს ვჩქარობ. მეგობრები და ოჯახის წევრები მეუბნებიან ხოლმე, რომ მე ხშირად ვიკავებ თავს რაიმეს ყიდვაზე. შეიძლება, თვეები გავიდეს და მერე შევიძინო. არ ვსაუბრობ პირველადი მოხმარების აუცილებელ საგნებზე, მაგრამ რიგ საკითხებში ადვილად ვერ ვწყვეტ, დრო მჭირდება, რომ კარგად განვსაზღვრო, მაგალითად, კონკრეტული ნივთი მჭირდება თუ არა, რომ სწორად განვკარგო ჩემი თანხები.

– როცა რამის შესაძენად დიდი თანხაა საჭირო, გირჩევნია, დააგროვო თუ ბანკს მიმართავ დასახმარებლად?

– 2024 წლის ზაფხულში დანაზოგი მქონდა, ანუ იმ საქმისთვის საჭირო თანხის ძირითადი ნაწილი, რის გაკეთებასაც ვაპირებდი, მაგრამ ნაწილი ბანკიდანაც დამჭირდა. ბორჯომში, ჩემს კუთხეში, პატარა სახლი გავაკეთე. ჯერ ბოლომდე არ დამისრულებია, მაგრამ ვცდილობ, ყველაფერი კარგად გავაკეთო. მაქსიმალურად მობილიზებული ვარ და მალე დავასრულებ. ჩემს კუთხეში საკუთარი სახლი მექნება. ესე იგი, როცა მნიშვნელოვანი მიზანი მაქვს, შემიძლია, თანხა დავაგროვო და არ გავფლანგო. ამ საკითხებს ჩემს მეუღლესთან ერთად ვწყვეტ. როცა ჯგუფის ბიუჯეტს ეხება საქმე – ბიჭებთან ერთად. თუმცა, თანხები მე მაბარია და მგონია, რომ ნორმალურად ვუძღვები. ჩემი მეუღლე ბანკის თანამშრომელია, განათლებაც შესაბამისი აქვს და ძალიან მეხმარება ამ საკითხებში. ერთად ვფიქრობთ, როგორ დავხარჯოთ ეკონომიურად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g