LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა მანჯგალაძე „ოცნებას“ – „პუტინიც აღარ მალავს, რომ ომის გეგმა 2006 წელს დაამტკიცა და თქვენ რა ჯანდაბა გჭირთ, რომ ასე დაჟინებით ცდილობთ აგრესორს პასუხისმგებლობა შეუმსუბუქოთ? სად ისწავლეთ სერგო ორჯონიკიძის და ფილიპე მახარაძის „პატრიოტიზმი“

114
პაატა მანჯგალაძე

„არ არსებობს პოლიტიკური მიზანშეწონილობა, რომელიც გაამართლებს საკუთარი ქვეყნის ომის დაწყებაში დადანაშაულებას“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე სოციალურ ქსელში წერს.

მანჯგალაძის სიტყვებით, „პუტინიც კი აღარ მალავს, რომ ომის გეგმა 2006 წელს დაამტკიცა“.

„ვთქვათ, ვიღაცამ მოაწერა ხელი ისეთ რეზოლუციას, სადაც ყველა პუნქტი იდეალური არ იყო, მაგრამ როცა ამას მტერიც კი არ იყენებს ჩვენს წინააღმდეგ არგუმენტად და შენ ყოველდღე აფრიალებ, ეს უკვე პოლიტიკა კი არა, ღალატია.

პუტინიც კი აღარ მალავს, რომ ომის გეგმა 2006 წელს დაამტკიცა, პირიქით, ამაყობს ამით და თქვენ რა ჯანდაბა გჭირთ, რომ ასე დაჟინებით ცდილობთ აგრესორს პასუხისმგებლობა შეუმსუბუქოთ და საკუთარ ქვეყანას დააკისროთ აგრესორის როლი?! სად ისწავლეთ ეს სერგო ორჯონიკიძის და ფილიპე მახარაძის რიტორიკა და „პატრიოტიზმი?!“ – წერს პაატა მანჯგალაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g