„რუსულ კანონთან“ დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ“ სამჯერ ჩამოიხსნა ნიღაბი და თქვა: „დიახ, მზად ვართ 30 ვერცხლად გავყიდოთ ქვეყანა“ – ახლაც არ ველოდები განსხვავებულ ქცევას“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ქართველმა ხალხმა დაადასტურა, რომ ქვეყნის თავისუფლების დათმობას არ აპირებს.
„რა თქმა უნდა, ვეტო დაძლეული იქნება, კანონი შევა ძალაში“ – დავით მათიკაშვილი
„განსხვავებულ ქცევას და პოლიტიკურ პრაგმატიზმს უნდა ველოდოთ თავისუფალი ადამიანებისგან, „ქართულ ოცნებაში“ თავისუფალი აზრის ქონა ითვლება დანაშაულად. ასეთი ხალხი არ არის [„ქართულ ოცნებაში“].
ერთი ლოგიკა კიდევ, რაც შეიძლება არსებობდეს, არის ბიძინას შიშები და ის, თუ ბიძინა საფრთხეს გააცნობიერებს, რა ხდება მის თავს. ფაქტობრივად მთელი ცივილიზებული ძალები ცდილობენ, რომ საქართველო არ ასცდეს განვითარების გზას და ხვდება, რომ საფრთხე რეალურია.
„აზრზე მომსვლელი აქამდე მოვიდოდა აზრზე – მცირე შანსს ვტოვებ, რომ „ქართული ოცნების“ წევრებს გონება გაუნათდეთ – მოლოდინი მაქვს, რომ ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, პარლამენტიდან ღალატის ხმები გამოდიოდეს“ – იაგო ხვიჩია
პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს და მასზე თანდართულ კანონპროექტს განიხილავს.
თუ ვინმე ამბობდა, რომ ამერიკელი კონგრესმენის ინიციატივა ერთი კაცის ინიციატივაა, აღმოჩნდა, რომ ეს არის ამერიკის სახელმწიფო პოზიცია და ეს გუშინ დაადასტურა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა – არავინ არაფრის დათმობას არ აპირებს.
უფრო მეტიც, ეს დაადასტურა ქართველმა ხალხმა. მილეული პროტესტიაო, ამბობდნენ. პროტესტი არ არის მილეული, ხალხში ეს პროტესტი გადასულია ბრაზში და არავინ არაფრის დათმობას არ აპირებს. დღესაც ბევრი ხალხი იქნება, ისევე როგორც 26 მაისს“. – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.