LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა სალია პირველ კომენტარს აკეთებს: დირექტორის შეცვლა რთული პროცედურა არ არის

504
cms-image-000049294-e1496993078212

ადვოკატმა პაატა სალიამ, რომელიც სავარაუდოდ, „რუსთავი 2“-ის“ მომავალი მფლობელია ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა.

როგორც მან განაცხადა, დღეს ქიბარ ხალვაშთან კომუნიკაცია არ ჰქონია. 

ვინ არის პაატა სალია - რუსთავი 2-ის შესაძლო დირექტორი?

უცხოური განათლება და 15-წლიანი წარმატებული კარიერა - ვინ არის პაატა სალია?

სალიამ აღნიშნა, რომ ყველაფერი ხალვაშის მიერ გავრცელებულ წერილშია ნათქვამი. კითხვაზე, როდის შეუდგება ის მოვალეობის შესრულებას, ადვოკატს ჯერ პასუხი არ აქვს.

„ხალვაშის გადასაწყვეტია, მე სასამართლოში ვარ და ახლა გავიგე, რომ დარეგისტრირდა. დავუკავშირდები როგორც კი მექნება შესაძლებლობა და ვკითხავ რას აპირებს.

დირექტორის შეცვლა არ არის რთული პროცედურა. პარტნიორების გადაწყვეტილება სჭირდება. ქიბარ ხალვაში არის 60%-ის მფლობელი და 40%-ს ფლობს შპს “პანორამა”, რომლის 100% არის ქიბარ ხალვაშის და დირექტორიც ისაა. ასე რომ, ქიბარ ხალვაშს როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, გაათავისუფლოს დირექტორი და დანიშნოს ახალი დირექტორი“, – განაცხა სალიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ გაერკვევა ნიკა გვარამიასთან დადებულ ხელშეკრულებაში.

„გვარამია აცხადებს, რომ ვერ მოხდება მისი თანამდებობიდან გადაყენება, თუ არ გადაუხდიან 5 მლნ აშშ დოლარს. მე ეს ხელშეკრულება არ მინახავს, როცა ვნახავ, უფრო დეტალურად გაგესაუბრებით.

ეს არის რაც მედიიდან გავიგე. ფიზიკურად არ მქონდა საშუალება მეტი ინფორმაცია გამეგო“ – აღნიშნა სალიამ.

შეგახსენებთ, დღეს სტრასბურგის სასამართლომ “რუსთავი 2-ის” საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს უბრუნდება.

საჯარო რეესტრმა გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში, ხალვაშს კომპანია უკვე გადაუფორმა.  

„რუსთავი 2“ რეესტრმა ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა (დოკუმენტის ფოტო)

ამ ეტაპისთვის არხის გენერალურ დირექტორად კვლავ ნიკა გვარამია წერია.

ხალვაშმა დღეს განაცხადა, რომ კომპანიაში არაფერს და არავის შეცვლის გარდა მისი მმართველი ნიკა გვარამიასი.

“მის ნაცვლად კომპანიას უხელმძღვანელებს ჩემი ადვოკატი პაატა სალია, რომელსაც პირველ ეტაპზე ვუსაზღვრავ მკაფიო ამოცანას – უზრუნველყოს არხის შეუფერხებელი მუშაობა და ამავდროულად, მოახდინოს კომპანიაში არსებული ფინანსური ვითარების შესწავლა, რისთვისაც მოიწვიოს მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო აუდიტორული კომპანია,” – აღნიშნა ხალვაშმა.

არ ვაპირებ შევეხო არხის სარედაქციო პოლიტიკას, თუმცა ნიკა გვარამია ვეღარ გააგრძელებს საქმიანობას – ქიბარ ხალვაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g