პაატა თედიაშვილი ჟურნალ „გზასთან“ თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან ეპიზოდს იხსენებს, რომელიც მამის გარდაცვალებას უკავშირდება. როგორც „პრაიმჰაუსის“ მონაწილე და მომღერალი ამბობს, მამა სულ ციხეში იჯდა და ბავშვობაში ხშირად დადიოდა მის მოსანახულებლად:
„მამა გაურკვეველ სიტუაციაში გარდაიცვალა: სოფელში, ბარბარობა დღეს სახლი დაიწვა, რომელშიც მამა იმყოფებოდა. ეს საკითხი დღემდე ღიაა – ჩემი აზრით, გამოძიება ბოლომდე მიყვანილი არ არის. კონტაქტს რაც შეეხება, რადგან იმდენი საერთო ნათესავი გვაკავშირებდა, რომ ჩვენი კონტაქტის შესახებ დედა აუცილებლად გაიგებდა და გული ეტკინებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ადვილი არ იყო, ვეცადე, მამასთან ურთიერთობა არ მქონოდა…“