LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა თედიაშვილი: მკითხეს, თუ რამდენი პარტნიორი მყავდა და მე ასე, დაუფიქრებლად დავიძახე 500-600… შეიძლება, მეტიც ყოფილიყო

213
g37a0211-2023-08-03_16-52-34_040181-1024x683

28 ივლისს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ პაატა თედიაშვილი სტუმრობდა, რომელმაც გადაცემაზე „პრაიმ ჰაუსი“ და ახალ სიმღერაზე „500-600“ ისაუბრა.

 პაატა, დღეს გვაქვს სიმღერის „500-600“ პრემიერა, რატომ ეს სახელწოდება?

პროექტში „პრაიმ ჰაუსი“, რომელშიც მონაწილეობას ვიღებდი, სექსუალურ ცხოვრებაზე ვსაუბრობდით და მკითხეს, თუ რამდენი პარტნიორი მყავდა და მე ასე, დაუფიქრებლად დავიძახე 500-600 და ესენი გაოცებულები დარჩნენ. მეორე დღეს სპეციალური სტუმარი გვყავდა, რომელმაც მითხრა, იცი, რა ხდება გარეთ შენს თავსო და ვიფიქრე, რამე ხომ არ მოხდა-მეთქი, რადგან ჩვენ მობილურებთან სისტემატური წვდომა არ გვქონდა. ყველა ჟურნალ-გაზეთი, ინტერნეტ პორტალი, ყველა ამაზე იცინოდა, აკეთებდნენ „მიმებს“, იუმორისტულ ჩანახატებს და რაღაცნაირად ესე გაიქცა ეს ფრაზა, „500-600“. სიმღერა ახალია. სატელევიზიო პრემიერა უკვე იყო, მაგრამ რადიო პრემიერა ჯერ არ ყოფილა. სიმღერას საინტერესო ტექსტი, ტემპი  და არაჩვეულებრივი არანჟირება აქვს.

ვრცლად გადაცემა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g