LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა ზაქარეიშვილი: „ბათუმში ოპოზიციის მერობის კანდიდატი მზია ამაღლობელი უნდა იყოს, თბილისში კი სალომე ზურაბიშვილი – ფანტასტიკური კანდიდატია, მას შეუძლია გახდეს მილიონიანი ქალაქის მერი“

108
პაატა ზაქარეიშვილი, მზია ამაღლობელი, სალომე ზურაბიშვილი

„შეიძლება იყოს მზია ამაღლობელი, ციხეში მყოფი ადამიანი ყოველთვის იმარჯვებს ხოლმე, მსოფლიოში ასეთი გამოცდილება არის. მზია ამაღლობელი უნდა იყოს, როგორც მერობის კანდიდატი, ეს ჩემი მოსაზრებაა. თბილისში სალომე ზურაბიშვილი“, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

ზაქარეიშვილის აზრით, ოპოზიცია ადგილობრივ არჩევნებში უნდა ჩაერთოს.

მისივე შეფასებით, მერის არჩევნების მეორე ტურში „გამარჯვების ძალიან მაღალი შანსია, თუ ოპოზიცია ერთიან კანდიდატზე შეჯერდება“:

„შეიძლება იყოს მზია ამაღლობელი, ციხეში მყოფი ადამიანი ყოველთვის იმარჯვებს ხოლმე, მსოფლიოში ასეთი გამოცდილება არის. მზია ამაღლობელი უნდა იყოს, როგორც მერობის კანდიდატი, ეს ჩემი მოსაზრებაა. თბილისში სალომე ზურაბიშვილი. ფანტასტიკური კანდიდატია. მას შეუძლია გახდეს მილიონიანი ქალაქის მერი. დაცული ხარ 5 წლით, აბსოლუტურად, ხელს ვერავინ გახლებს“, -განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით პირდაპირ ეთერში დებატები უნდა გაიმართოს.

„ჩვენ შევედით საპარლამენტო არჩევნებში, დავამტკიცეთ, რომ არჩევნები გაყალბებული იყო, შედეგები არ ვაღიარეთ და დღემდე პარლამენტის ლეგიტიმაციას არავინ აღიარებს. შენ თუ არ დაამტკიცე არალეგიტიმურობა, ის ყოველთვის ლეგიტიმური იქნება. წარმოიდგინეთ, ჩვენ რომ არ შევსულიყავით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ისინი საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებდნენ. რამდენით ადამიანით მეტი წავა არჩევნებზე, მით უფრო ნაკლებად არის გაყალბება მოსალოდნელი. შიდა პოლიტიკურ კონტექსტში დებატები აუცილებელია. არა იმიტომ, რომ ერთმანეთი შეცვალონ, არა, მათ არაფერი აღარ ეშველებათ. „კახელების აღმა ხნული ქართველებმა დაღმა ფარცხესო“ – ეს ყველაფერი მუშაობს სამწუხაროდ, ოღონდ პოლიტიკაში გადმოვიდა.

დებატები საჭიროა იმისთვის, რომ ამომრჩეველმა მიიღოს გადაწყვეტილება. უნდა მივიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ იმ 4 პარტიიდან, ვინც გავა იმას, თუ არ მივიდნენ არჩევნებზე და დაუჯერონ მათ, ვინც ბოიკოტს აცხადებს. მათ რისი ეშინიათ? იციან, რომ არჩევნებს წააგებენ. ამიტომ, ოპოზიციას წაგების ეშინია. წინასწარ წაგებულ არჩევნებში შესვლა არ უნდათ. ვინც ბოიკოტზე ლაპარაკობს, მას წაგების ეშინია. მათ ძლიერი ამომრჩეველი ჰყავთ, მათი ამომრჩევლის დიდი ნაწილი დიდი ხანია მოდის მათთან ერთად.

ამიტომ, ისინი დარწმუნებული არიან, რომ თუ საყოველთაო ბოიკოტი გამოვიდა, 2028 წლისთვის ივანიშვილის „ოცნება“ შუა გაიკრიფება და დარჩება მსხვილი პარტიები, რომლებსაც შერჩებათ გარკვეული რესურსები. მათ ახლა ყელში ჰყავთ გაჩხერილი ეს ახლად გამოჩეკილი პარტიები: „ლელო“, გახარია და ა.შ. ამიტომ, მათ ეშინიათ კონკურენციაში შესვლის, თუმცა არა „ქართულ ოცნებასთან“. მათი პრობლემა არის კონკურენცია გაუწიონ არა „ქართულ ოცნებას“, არამედ კონკურენცია გაუწიონ გახარიას და „ლელოს“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

როგორც პოლიტოლოგმა აღნიშნა, ცვლილებების ერთადერთი ფორმა არის არჩევნები.

„ყოველთვის მომხრე ვარ არჩევნებში მონაწილეობის. მიმაჩნია, რომ არჩევნები არის ერთადერთი ყველაზე უფრო ლეგიტიმური, ყველაზე უფრო ხელმისაწვდომი, ყველაზე უფრო იაფი და ხელმისაწვდომი ფორმა ცვლილებებისთვის. პირველ რიგში, არჩევნები ცვლილებებისთვის ტარდება. როცა არც რევოლუციის შნო არ გაქვს, არც საყოველთაო გაფიცვის, არც საყოველთაო დაუმორჩილებლობის, როცა ეს ინსტრუმენტები არ მუშაობს კრიტიკულ დონეზე, რომ რამე შეცვალო, ცვლილებების ერთადერთი ფორმა არის არჩევნები“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მაია კოპალეიშვილი: „ლელოსა“ და გახარიას პარტიის პოზიცია გაურკვეველია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით – ეს ორი პოლიტიკური პარტია ფაქტობრივად, „ქართული ოცნების“ თამაშში ახდენს შეყოლას“

„ის არჩევნები, რომელსაც ივანიშვილი ატარებს, დიდი შანსია, რომ გაყალბდეს… რაც შეეხება ინტერნეტით ჩატარებულ არჩევნებს, ჩვენ დღეს ჩავატარეთ პრეზენტაცია, რომელიც არის უტყუარი და რომელიც გამოიღებს თავის შედეგს…“ – პაატა ბურჭულაძის ინიციატივით ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის შეხვედრა გაიმართა, რას აცხადებენ შეხვედრის მონაწილეები

ირაკლი კობახიძე: „ამხელა ორგანიზების შემდეგ, 3 ათასი კაცი შეკრიბეს და სალომე ზურაბიშვილმა ელისაშვილისგან ჩაიბარა აღლუმი, როგორც ვაანონსებდით – თვითონაც არ უნდათ რიგგარეშე არჩევნები, რადგან იციან, რომ აბსოლუტურად დაღუპულები არიან“

magti 5g