LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

PACE-ის დეკლარაცია – საგანგაშო ცნობები მოდის საქართველოდან, რომლებიც აჩვენებს თუ როგორ ემზადება მმართველი პარტია მომავალი საპარლამენტო არჩევნების მოპარვისთვის

107
Capture

საგანგაშო ცნობები მოდის საქართველოდან, რომლებიც აჩვენებს თუ როგორ ემზადება მმართველი პარტია მომავალი საპარლამენტო არჩევნების მოპარვისთვის. ამის შესახებ ნათქვამია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დეკლარაციაში – “არჩევნები საქართველოში – საგანგაშო მოვლენები”. დეკლარაციას 24 დეპუტატი აწერს ხელს.

“საგანგაშო ცნობები მოდის საქართველოდან, რომლებიც, როგორც ჩანს, აჩვენებს თუ როგორ ემზადება მმართველი პარტია მომავალი საპარლამენტო არჩევნების მოპარვისთვის.

ეს მოიცავს დაშინების მასობრივ კამპანიას ოპოზიციური კანდიდატებისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ, რომელთა უძრავი ქონება იძარცვება და რომელთა ოჯახებს ემუქრებიან. ასევე, იყო ფიზიკური თავდასხმები ოპოზიციონერ აქტივისტებზე.

ამომრჩევლებს, ასევე, აშინებენ ყალბი ინფორმაციის გავრცელებით, რომელიც კითხვის ქვეშ აყენებს ხმის ანონიმურობას – “მთავრობას ეცოდინება ვის მიეცი ხმა და ამას შედეგები მოყვება”.

ბევრ ეროვნულ სადამკვირვებლო ჯგუფს ხელს უშლიან თავისი სამუშაოს შესრულებაში ანტიკორუფციული კანონმდებლობის ბოროტად გამოყენებით იქამდეც კი, ვიდრე ე.წ. “უცხოური აგენტების კანონი” შევა ძალაში.

საბოლოოდ, როგორც ჩანს, ცენტრალური საარჩევნო კომისია ცოტა ხნის წინ, მმართველი პარტიის კონტროლის ქვეშ მოექცა.

მსგავსმა ქმედებებმა წინასაარჩევნო გარემო შექმნა, რომელშიც ძალიან რთულია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. არჩევნების შედეგების საერთაშორისო აღიარების მისაღწევად [საქართველოს] ოფიციალურმა პირებმა უნდა შეწყვიტონ ანტიდემოკრატიული ქმედებები და შეცვალონ კურსი.

არჩევნების საერთაშორისო დამკვირვებლების როლი, მათ შორის საპარლამენტო ასამბლეის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რათა საქართველოს ხალხს საკუთარი მომავლის თავისუფლად განსაზღვრის საშუალება მიეცეს”, – ნათქვამია დეკლარაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები