„თუ გამოიყენებ ყოველ დღე თავის ტკივილისთვის ტკივილგამაყუჩებელ წამალს, ამის თავის ტკივილი დაგეწყება“, – ამის შესახებ ნევროლოგი, გოგიტა გეგელაშვილი საუბრობს.
ვიდეოს „დენტაშოპი“ ავრცელებს.
ცნობილი ნევროლოგი ამბობს, რომ თუ თავის ტკივილი გახშირდა, არ შეიძლება წამლის ჭარბად მიღება.
სპეციალისტი იმასაც ამბობს, რომ წელის ტკივილის დროს ნემსების კეთება არ შეიძლება.
„თუ გამოიყენებ ყოველ დღე თავის ტკივილისთვის ტკივილგამაყუჩებელ წამალს, ამის თავის ტკივილი დაგეწყება.
მაგალითად წელის ტკივილის დროს არ შეიძლება ნემსების კეთება. შეიძლება დაუჩირქდეს და ის ფეხი მოსაჭრელი გახდეს, ყოფილა ასეთი შემთხვევა.
ამბობენ რამე ძლიერი ნემსი დამინიშნე ექიმო- ეს ხომ დაბალი გემოვნების ამბავია. მაგრამ თუ ერთი, ორი და სამი ექიმი ნიშნავს, პაციენტმა რა ქნას? ამერიკაში ნემსს მხოლოდ სასწრაფოს ან გადაუდებელი დახმარების ექიმი აკეთებს“, – ამბობს გოგიტა გეგელაშვილი.