LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პაციენტების უმეტესობა ჟანგბადდამოკიდებულია” – ქავთარაძის საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 95 პაციენტი მკურნალობს

78
615086731

ქავთარაძის საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 95 პაციენტი მკურნალობს.

ჰოსპიტლის კოვიდდეპარტამენტის კოორდინატორის, მერაბ ჩიქოვანის განცხადებით, პაციენტების უმეტესობა ჟანგბადდამოკიდებულია.

„პაციენტების უმეტესობა ჟანგბადდამოკიდებულია, თუმცა გვყავს რამდენიმე პაციენტი, რომლებსაც ჟანგბადის მიწოდება აღარ სჭირდებათ. ერთ პაციენტს გუშინ მდგომარეობა დაუმძიმდა და ის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მორიგეობის განმავლობაში ერთი პაციენტი ბინაზე გაეწერა. გუშინ პაციენტების რაოდენობა შემცირდა, მაგრამ დღეს დილით ორით გაიზარდა“, – განაცხადა მერაბ ჩიქოვანმა.

კორონავირუსით 86 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3034 ახალი შემთხვევა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g