LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პაციენტებმა ბინაზე დაიწყეს სისხლის გამათხელებლების მიღება და ხშირ შემთხვევაში, გაცილებით უარესი შედეგი მიიღეს“ – ინფექციონისტი ეკა ჭოლაძე

197
ekacholadze

ინფექციონისტმა ეკა ჭოლაძემ იმ რისკებზე ისაუბრა, რომელიც სისხლის გამათხელებელი პრეპარატების თვითნებურ მიღებას შეიძლება მოჰყვეს.

„პანდემიის დასაწყისიდან, როდესაც გამოჩნდა მოსაზრება, რომ კოაგულაცია უნდა იკონტროლოს პაციენტმა, სისხლის გამათხელებლები უნდა მიიღოს, აღმოვჩნდით მეორე უკიდურესობაში, როდესაც ყველა პაციენტმა ბინაზე დაიწყო მათი მიღება. ხშირ შემთხვევაში გაცილებით უარესი შედეგი მიიღო პაციენტმა.​ ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი ფაქტორი უნდა იყოს გათვლილი და გათვალისწინებული. ვირუსის მსუბუქი მიმდინარეობის შემთხვევაში თრომბოემბოლიის რისკი ძალიან მცირეა. თუ პაციენტი არის ახალგაზრდა, ჯანმრთელი, არ არის დატვირთული, არ აქვს ქრონიკული რისკ-ფაქტორები, არის მსუბუქი მიმდინარეობა, არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს გეგმიურად კოაგულოგრამის კონტროლი. არც ასაკი არ განაპირობებს სისხლის გამათხელებლების მიღების პირდაპირ ჩვენებას. ამ წამლებს ბევრი გართულება აქვს და გახანგრძლივებული მოქმედებისაა. სწრაფად მათი მოქმედების შემაჩერებელი წამლები არ გვაქვს, ასე რომ მათი მიღება ძალიან საფრთხილოა.

თუნდაც პატარა სისხლჩაქცევა თავისუფლად ამატებს D-დიმერის რაოდენობას. ეს არ ნიშნავს, რომ იქ სადმე თრომბია და აუცილებლად უნდა დავიწყოთ ანტიკოაგულანტი. ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო ასეთი მედიკამენტის მიღებისას. მხოლოდ D-დიმერით მუშაობა ძალიან არასწორია. თრომბოციტები უნდა იყოს შემოწმებული, ასევე თირკმლის ფუნქცია. ყოველგვარი მანიპულაციის გარეშე ამ წამლების დაწყება ძალიან საშიშია“, –  განცხადა ინფექციონისტმა „რუსთავი2“-ის ეთერში საუბრისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები