LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პაციენტი მიღებულია სკალპის ღია ჭრილობით, შუბლის ძვლის და თვალბუდის და ზედა კიდის კედლის მოტეხილობით“ – როგორია აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა

198
ინგოროყვას კლინიკა

გასულ ღამეს აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია – ამის შესახებ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა, ნინო ხარაიშვილმა მედიასთან განაცხადა.

აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭის მამიდა: „ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ თვალის ბუდის შეშუპების გამო დასრულება ვერ შეძლეს, რეანიმაციულ განყოფილებაშია ღია ჭრილობით, აქვს ტვინის დაზიანება, დამსხვრეული აქვს ძვალი“

ექიმის თქმით, დაშავებულმა გონების დაკარგვამდე მათთან განაცხადა, რომ, დაზიანება სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით მიიღო, თუმცა ვერ დააკონკრეტა – რომელი საგნით.

„21 წლის პაციენტი მიღებულია სკალპის ღია ჭრილობით, შუბლის ძვლის და თვალბუდის და ზედა კიდის კედლის მოტეხილობით, შუბლის წილის კონტუზიური დაზიანებით. შესაბამისად, თვალის კაკლების მთლიანობა ტრავმული დაზიანების გარეშე შენახულია. თავის ტვინის გარსებში ტრავმული სისხლჩაქცევებით.

დაუყოვნებლივ გადაყვანილი იქნა საოპერაციოში. ჩაუტარდა დაზიანებულო ფრაგმენტების ამოკვეთა. ამ მომენტისთვის პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური. სტაბილური პარამეტრებით აგრძელებს რეანიმაციაში მკურნალობას. ჩაუტარდა განმეორებით კომპიუტერული ტომოგრაფია უარყოფითი დინამიკის გარეშე“, – განაცხადა ექიმმა ნინო ხარაიშვილმა.

ცნობისათვის, დაშავებული ახალგაზრდა ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს.

magti 5g