LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პაციენტმა აკნეზე იმკურნალა, ყველაფერი კარგად ჰქონდა და უცებ წლების მერე მისცა რეციდივი, რომელიც არ ექნებოდა, რომ არ მიეღო ეს ვიტამინი…“ – რა ახდენს აკნეს პროვოცირებას, რას ამბობს ექიმი, ზაზა თელია?

1233
ზაზა თელია

„არსებობს გარკვეული ტიპის საკითხები, რომლებიც იძლევა აკნეს პროვოცირებას“, – ამის შესახებ ექიმმა, ზაზა თელიამ „კოტcast“- ში ისაუბრა.

დერმატოლოგმა განმარტა, რა იწვევს აკნეს:

„არსებობს გარკვეული ტიპის საკითხები, რომლებიც იძლევა აკნეს პროვოცირებას. მაგალითად პაციენტმა იმკურნალა, წლების განმავლობაში ყველაფერი კარგად ჰქონდა და უცებ მისცა რეციდივი, რომელიც არ ექნებოდა, რომ მაგალითად არ მიეღო ვიტამინები, დანამატები.

ბევრი მათგანი აპროვოცირებს აკნეს, მაგრამ მათ შორის ბომბია B12, მართლა ატომური ბომბია და ასეთი პაციენტები არიან უამრავი, რომელთაც საერთოდ არ ჰქონიათ აკნე და მიიღო თერაპიული მიზნით B12 ვიტამინი და დაეწყო აკნე.

B12 და ბეტამეტაზონი ერთად თუ ვთქვი, რომ B12 ატომური ბომბიათქო, ეს არის 100 მაგი ატომური ბომბი.

B12 ვიტამინს ეს ანოტაციაში არ უწერია“, – ამბობს ზაზა თელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g