LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პაციენტს არ ჰქონდა პულსი, მონიტორზე აღინიშნებოდა გულის გაჩერება“ – სასწრაფოს ექიმების კიდევ ერთი გადარჩენილი სიცოცხლე

504

ცნობილი ხდება, რომ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმებმა 34 წლის მამაკაცი გადაარჩინეს. თბილისის ერთ-ერთ უბანში გამოძახებულ ბრიგადას ადგილზე საკმაოდ მძიმე სურათი დახვდა. 34 წლის მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა, მას არ ჰქონდა პულსი და მონიტორზე აღენიშნებოდა გულის გაჩერება. ადგილზე აღმოჩენილი სასწრაფო დახმარებისა და გულ-ფილტვის რეანიმაციის შემდეგ პაციენტს პუსლი აღუდგა, არტერიული წნევა დაურეგულირდა და ის კონტაქტზე გამოვდა. ამჯერად მამაკაცი ჰოსპიტალშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ინფომაციას თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ავრცელებს. შემთხვევა 2018 წლის 1 აპრილს თბილისში მოხდა. 34 წლის მამაკაცის სიცოცხლე ცენტრის 0311-ის ბრიგადამ გადაარჩინა, რომლის შემადგენლობაში არიან უფროსი ექიმი ლია რევიშვილი, უმცროსი ექიმი გვანცა მაისურაძე და მძღოლი ვაჟა იმერლიშვილი.

 

 

 

https://www.facebook.com/245717065612289/photos/a.245738695610126.1073741827.245717065612289/822209984629658/?type=3&theater

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g