LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პაციენტს მესამე ხარისხის დამწვრობა აქვს“ – როგორია სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაშავებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა

915
საბერიოს ტრაგედია

„დროებით ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაშავებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“, – ამის შესახებ ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტლის ექიმი საუბრობს, სადაც დაშავებული ქალი რუხის კლინიკიდან გადაიყვანეს.

ექიმის თქმით, პაციენტს მესამე ხარისხის დამწვრობა აღენიშნება. მედიკოსის ინფორმაციით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, თუმცა სტაბილურია და კლინიკაში მკურნალობას აგრძელებს.

„ღმერთო, ამდენი ანგელოზი მართლა გჭირდება ცაში?“ – ნინი შერმადინი საბერიოში მომხდარ ტრაგედიაზე

შემზარავ ტრაგედიას, რა დროსაც ხანძარს ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა მომღერალი ემოციურ პოსტს უძღვნის და გარდაცვლილი ბავშვების ფოტოებს ავრცელებს.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა, რასაც ხუთი ბავშვი ემსხვერპლა. ოჯახის ნათესავის ინფორმაციით, ცხედრების გადმოსვენება არ მოხდება და დაკრძალვა ოკუპირებულ გალის რაიონში გაიმართება.

„აფხაზეთმა გლოვის დღე გამოაცხადა. საქართველოს კუთხემ!!!!!! ჩვენ ქვეყანა ამ დროს რას ვშვრებით? შოვის ტრაგედია და გალის ტრაგედია ორივე გლოვის დღე არ არის ჩვენთვის?“ – ნინი შერმადინი

„საბერიოში გარდაცვლილი ბავშვების დედა საავადმყოფოში წევს, მამა მის სანახავად წავიდა, ბავშვები ბებიას დაუტოვა…“ – რას წერენ ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ხანძარზე, რასაც 5 ბავშვი ემსხვერპლა

„ყველაზე პატარა მსხვერპლი ოთხი თვისაა, უფროსი კი 7 წლის.. სავარაუდოდ სახლში ბენზინის ავზი აფეთქდა“ – ვრცელდება ახალი ცნობები საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g