LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პაციენტს უფლება აქვს გასცდეს ამ სიას და თავად გადაწყვიტოს, რომელი მედიკამენტი შეიძინოს“ – რა უნდა ვიცოდეთ, გენერიკების რეცეპტით გაცემის სისტემაზე

245
BeFunky-collage

11 აპრილიდან, საქართველოში ძალაში შევიდა რეცეპტების გაცემის ახალი რეგულაცია. ექიმი კონკრეტული დასახელებით მედიკამენტს ვეღარ გამოწერს. დანიშნულება უნდა იყოს ელექტრონული ფორმით შევსებული და მასში კონკრეტული ბრენდის ნაცვლად მხოლოდ გენერიკის, ანუ აქტიური ნივთიერების სახელწოდება უნდა იყოს მითითებული.

რას ნიშნავს „პოზიტიური სია“ და რა უნდა გავითვალისწინოთ წამლის შეძენისას? – საკითხზე “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წამლის ინსპექტირების სამმართველოს ხელმძღვანელმა ისაუბრა.

 

რამ განაპირობა ცვლილება

ნანა შაშიაშვილის განცხადებით, პრემიერის ინიციატივით, ფარმაცევტული ბაზრის რეგულირების თვალსაზრისით გლობალური რეფორმები რამდენიმე თვეა დაიწყო და ის, პირველ რიგში, გულისხმობს ფარმაცევტული ბაზრისა და წამლის მიმოქცევის გამჭვირვალობას, ასევე ეფექტიანი, ხარისხიანი, უსაფრთხო, უვნებელი სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფას, რაც პაციენტისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

მისივე თქმით, რეფორმის განხორციელების მიმართულებით სამოქმედო გეგმა სამინისტრომ, კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაციების, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების, ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების ჩართულობითა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შეიმუშავა.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წამლის ინსპექტირების სამმართველოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, შეჯამებული მექანიზმების ნაწილი უკვე ამოქმედებულია, მათ შორის ფარმაცევტული პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, დაწესდა (GMP) სტანდარტი, (რამდენიმე წარმოებამ უკვე გაიარა GMP-ის სერტიფიცირება) , ასევე, გაიხსნა თურქეთის ბაზარი, რამაც გაამარტივა პროცედურები თურქეთიდან სამკურნალო საშუალებების შემოტანის.

მოქალაქეებმა თურქეთიდან შემოსული მედიკამენტების ჭარბი რაოდენობა შეიძინეს, რის გამოც დეფიციტი შეიქმნა – ეკატერინე ადამია

ნანა შაშიაშვილის ინფორმაციით, დღეს თურქეთიდან საქართველოში შეღავათიანი ფასებით, უკვე 200-ზე მეტი მედიკამენტი შემოდის.

„ფაქტობრივად, ყოველდღიურად იზრდება თურქეთის ბაზრიდან შემოსული მედიკამენტების წილი. იმპორტიორები, ძალიან მალე შეძლებენ  ეს პროდუქცია ყველა აფთიაქში განათავსონ. შესაძლებელია ამ ეტაპზე, ყველა აფთიაქის დაფარვა ვერ ხერხდება, თუმცა [მედიკამენტები] განთავსებულია რაიონებშიც“, – განაცხადა ნანა შაშიაშვილმა.

მანვე დასძინა, რომ მედიკამენტების ხელმისაწვდომობის მიმართულებით განხორციელდა რეცეპტების გაცემის ახალი რეგულაცია.

„გენერიკების რეცეპტით გაცემის ახალი სისტემა მსოფლიოში დანერგილი პრაქტიკაა. ევროპის ყველა ქვეყანას აქვს საკანონმდებლო დონეზე აქვს ეს მექანიზმი დანერგილი.ზოგიერთ ქვეყანაში სავალდებულო და აუცილებელიც კი არის გენერიკებით ჩანაცვლების პრინციპი.

აშშ-ში, რომელსაც სერიოზული სისტემა აქვს გენერიკების, ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ წლის განმავლობაში, გენერიკებით გამოწერის პრაქტიკამ მათ 158 მილიარდი დაუზოგა.

რადგან ჩვენთან ელექტრონულად გამოწერის სისტემა არ არსებობდა, ვერ ხორციელდებოდა მონიტორინგი და ზედამხედველობა – ზოგიერთ შემთხვევაში ექიმი წერდა ქაღალდზე, ზოგი ელექტრონული სახით.

გენერიკების თემის შემთხვევაში, ექიმი გამოწერს მას გენერიკული დასახელებით, შემდეგ ფარმაცევტმა პაციენტის თანხლებით უნდა შეარჩიოს პოზიტიური ნუსხიდან და შესთავაზოს [პაციენტებს] ყველაზე დაბალი ღირებულების 3 მედიკამენტი.

„პოზიტიური სია“ არის იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომლებიც დარეგისტრირებულია საქართველოში, მაგრამ პარალელურად, მიმოქცევაშია ევროპის, ამერიკის კანადის ბაზრებზე. ეს ის ქვეყნებია, რომლებიც მაღალი სანდოობით, უსაფრთხოებით, უვნებლობით ხასიათდება, მასში შედის თურქეთში წარმოებული პროდუქციაც”, – თქვა ნანა შაშიაშვილმა.

 

რამდენად ნიშნავს იაფი ხარისხიანს

ნანა შაშიაშვილის განცხადებით, ფარმაცევტი ვალდებულია მომხმარებელს მედიკამენტების ე.წ ,,პოზიტიური სიიდან“ სამი ყველაზე იაფი წამალი შესთავაზოს, თუმცა პაციენტს, თუკი არჩევანი არ აკმაყოფილებს, უფლება აქვს თავად გადაწყვეტს, რომელი მედიკამენტი შეიძინოს.

“შესაძლებელია, იაფი უხარისხოსთან დაკავშირდეს, მაგრამ [პოზიტიური სიის] შემთხვევაში ცალსახად გამორიცხულია, ვინაიდან სწორედ ფასების, დაბალი ღირებულების მიხედვით ფარმაცევტი სთავაზობს მედიკამენტებს იმ ნუსხიდან , რომელიც შეტანილია პოზიტიურ ნუსხაში, ხოლო ამ ნუსხაში შედის ის მედიკამენტები, რომლებიც მიმოქცევაშია ევროპის და ამერიკის ფარმაცევტულ ბაზარზე. პარალელურად, ქართულ ადგილობრივი საწარმოების ბაზარზე.

პაციენტს უფლება აქვს გასცდეს ამ სიას და თავისი სურვილის შესაბამისად გადაწყვიტოს, რომელი მედიკამენტი შეიძინოს”

 

რა ჯგუფის მედიკამენტს ეხება და რა პერიოდულობით არის საჭირო

რეცეპტის გამოწერა ექიმს შეუძლია მაქსიმუმ, ექვსი თვის პერიოდში. თუ ქრონიკული პაციენტია, ამ შემთხვევაში ექიმი არ არის შეზღუდული ხანგრძლივობაში, – განაცხადა ნანა შაშიაშვილმა. მისივე თქმით, არსებობს მედიკამენტების სია, რომელიც გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ურეცეპტოდ გაიცემა.

“სამკურნალო საშუალებები 3 ჯგუფად იყოფა. პირველი – ფსიქოტროპული და ნარკოტიკული საშუალებების, მეორე – რეცეპტზე გამოსაწერი სამკურნალო საშუალებები და არის ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტები, რომელთა ნუსხა ძალიან დიდია.

რომელი მედიკამენტები გაიცემა ურეცეპტოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში – იხილეთ ჩამონათვალი

ასევე, პაციენტს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლია ურეცეპტოდ მიიღოს სხვადასხვა ჯგუფის სამკურნალო ნივთიერებები, მათ შორის მაღალი წნევის შემთხვევაში.

 

მონიტორინგის სისტემა და ხარვეზები

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წამლის ინსპექტირების სამმართველოს ხელმძღვანელის თქმით, რეფორმის ამოქმედების შემდეგ, სააფთიაქო ქსელებში შემოწმება ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

“ამ მცირე პერიოდში [11 აპრილიდან დღემდე] გამოვლენილია დაახლოებით, 35-მდე ფაქტი ელექტრონული რეცეპტით გაცემის გარეშე სააფთიაქო დაწესებულებიდან. დღესდღეობით კონტროლი მხოლოდ თბილისში მიმდინარეობს, თუმცა მონიტორინგი დაგეგმილია რეგიონებშიც”, – განუცხადა “ფორტუნას” ნანა შაშიაშვილმა.

 

magti 5g