LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაკისტანში აშშ-ისა და ირანს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს

172
2026-04-11_22-53-44_447089

პაკისტანში აშშ-ისა და ირანს შორის მოლაპარაკებები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN თეთრი სახლის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

მოლაპარაკებებში პაკისტანი შუამავლის როლს ასრულებს.

აშშ-ის დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი ხელმძღვანელობს და მასში ასევე შედიან აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და დონალდ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი.

ამერიკელების მხრიდან შეხვედრას ასევე ესწრებიან ვენსის მთავარი მრჩევლები – ენდრიუ ბეიკერი (მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში) და მაიკლ ვენსი (სპეციალური მრჩეველი აზიის საკითხებში).

ირანის დელეგაცია 71 ადამიანს მოიცავს, მათ შორის მომლაპარაკებლებს, ექსპერტებს და მედიისა და უსაფრთხოების წარმოადგენლებს.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები