პაკისტანში მეჩეთში აფეთქებას, სულ მცირე, 25 ადამიანი ემსხვერპლა, 120 დაიჭრა. “როიტერსის“ ცნობით დაჭრილების კრიტიკულია.
თვითმხილველების თქმით, დაშავებულთა შორის არიან პოლიციელები, რომლებიც დილით მეჩეთში იყვნენ მისული. „როიტერსის“ ცნობით, აფეთქების მომენტში მეჩეთში 260 ადამიანი იმყოფებოდა.
როგორც მედია იუწყება, სავარაუდოდ, ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მაშველები.