პალიასტომის ტბასა და ნათხარებში თევზაობისთვის ლიცენზია იქნება საჭირო და ნებართვის გარეშე აქ თევზის დაჭერა დაისჯება.
ამასთან დაკავშირებით მთავრობამ დადგენილება უკვე მიიღო, რომელიც ძალაში უკვე შევიდა.
დადგენილებით განისაზღვრა, რომ პალიასტომის ტბასა და ნათხარებში, რომელიც პალიასტომის ტბის სამხრეთით არსებული ტბის მოსაზღვრე წყლის სივრცეს წარმოადგენს, თევზაობა იმ ადგილების ნუსხას დაემატა, სადაც თევზის დაჭერისთვის საგანგებო ლიცენზიაა საჭირო.
ლიცენზიის საფასურსს, გაცემის წესსა და პირობას მთავრობა განსაზღვრავს. გამონაკლისი იქნება სამეცნიერო თვალსაზრისით თევზჭერა, რომლისთვისაც ლიცენზიის პირობებს უშუალოდ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი განსაზღვრავს.