„ნუკი კოსმეტიკსის“ დამფუძნებელი ნუკი კოშკელიშვილი ამჟამად აშშ-ში იმყოფება. როგორც ირკვევა, ის ოჯახთან ერთად ფლორიდაში, პალმ ბიჩზე ისვენებდა.
ნუკი კოშკელიშვილმა აღნიშნულის შესახებ საკუთარ ვლოგში ისაუბრა და გამომწერებს დასვენების ამსახველი კადრებიც გაუზიარა. მისი თქმით, ოჯახმა დრო Florida-ში, პალმ ბიჩზე მდებარე მისი ოჯახის სახლში გაატარა.
„ოჯახით წამოვედით ფლორიდაში. პალმ-ბიჩზე გვაქვს პაწაწინა სახლი. ერთი კვირა დავრჩით ამ ულამაზეს პატარა კუნძულზე და ყოველდღე ვსეირნობდით ულამაზეს სანაპიროზე, პატარა შიოც სულ ჩემთან ერთად იყო“, – ამბობს ნუკი კოშკელიშვილი.
