პანამაში სელფს კიდევ ერთი ტურისტი შეეწირა. გამოცემა „Hollywood life“-ის ინფორმაციით, 27 წლის გოგონა 27-ე სართულზე იმყოფებოდა, როდესაც ფოტოს გადაღება სცადა. რამდენიმე წამში მან წონასწორობა დაკარგა და გადმოვარდა. უბედური შემთხვევა მეზობელ შენობაში მყოფმა თვითმხილველებმა გადაიღეს. როგორც ვიდეოს ავტორები აცხადებენ, პანამაში ძლიერი ქარი ამოვარდა და კამერა მათ სწორედ ამიტომ მოიმარჯვეს. ტურისტის საქციელი საკმაოდ სარისკოდ მოეჩვენათ და სამწუხაროდ, მათი მოლოდინი გამართლდა კიდეც.
აღსანიშნავია, რომ სელფს ყოველწლიურად ათობით ადამიანი ეწირება და როგორც წესი, მათი უმრავლესობა 10-დან 30 წლამდეა ხოლმე.