LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიამდე, ქუთაისის აეროპორტი ზედიზედ ორჯერ დასახელდა მგზავრთნაკადის ზრდის კუთხით საუკეთესო აეროპორტებს შორის

75
kutaisi-airport-070221

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (ACI EUROPE) ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობს, რომელიც 26-27 ოქტომბერს, შვეიცარიაში იმართება. კონგრესზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე წარმოადგენს.

კონგრესის ძირითადი თემა აეროპორტების ოპერირებისა და ფინანსური საკითხების პრობლემების გადაჭრის გზები და კოვიდპანდემიის დროს ბაზრის სტრუქტურული ცვლილებებია. თამარ არჩუაძის განმარტებით, ასამბლეაზე საუბარი შეეხება – თუ როგორ უნდა დაძლიონ პანდემიის პირობებში არსებული პრობლემა ინდუსტრიის წარმომადგენლებმა და როგორ ადაპტირდნენ ბიზნესები არსებულ გარემოზე.

„COVID 19 პანდემიის დროს ყველაზე მეტად ავიაციის სფერო დაზარალდა. 2020 წელს პანდემიამ, ისევე როგორც სხვა ბიზნესები, აეროპორტებიც ახალი რეალობის წინაშე დაგვაყენა. 2019 წლის შემდეგ ეს არის პირველი პირისპირ შეხვედრა, სადაც ევროპის აეროპორტების ხელმძღვანელი პირები შევიკრიბეთ. განვიხილავთ საჰაერო ტრანსპორტის სფეროში არსებულ გამოწვევებს, ასევე აეროპორტების საქმიანობისა და საჰაერო ტრანსპორტირების ქსელების გაუმჯობესების ხელშეწყობას“, – განაცხადა თამარ არჩუაძემ.

2- დღიანი ღონისძიების დასასრულს, გენერალურ ასამბლეაზე ევროპის საუკეთესო აეროპორტი გამოვლინდება. აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომლის ოპერატორი კომპანია საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაა (UAG), პანდემიამდე ზედიზედ ორჯერ დასახელდა მგზავრთნაკადის ზრდის კუთხით საუკეთესო აეროპორტებს შორის. საუბარია იმ აეროპორტებზე, რომლებიც 5 მლნ-ზე ნაკლებ მგზავრს ემსახურებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g