LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიას მილიარდერებისთვის ხელი არ შეუშლია – უკვე ცნობილია ვინ რამდენით გამდიდრდა 2021 წელს

224
270297896-666542164713273-6019428095393476193-n

2021 წელს მიმდინარე პანდემიას ხელი არ შეუშლია მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანებისთვის, რომ მათ კიდევ უფრო მეტი მილიარდი ეშოვათ. Bloomberg Billionaire Index-ის მიხედვით, პლანეტის 10-მა უმდიდრესმა პიროვნებამ 2021 წელს სულ 385 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა, ხოლო 31 დეკემბრისთვის მათი საერთო ქონება 1,29 ტრილიონი დოლარი იყო.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ყველაზე წარმატებული მილიარდერების სიის სათავეში დგას Tesla-სა და SpaceX-ის 50 წლის ხელმძღვანელი ილონ მასკი – მან გასულ წელს დამატებით 114 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა და ჯამურად, თავისი ქონება 270 მილიარდ დოლარამდე გაზარდა.

უმდიდრესი მილიარდერების რეიტინგში მეორე ადგილზეა Amazon-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, 57 წლის ჯეფ ბეზოსი, ხოლო სამეულს ხურავს LVMH კონგლომერატის 72 წლის აღმასრულებელი დირექტორი ბერნარ არნო.

რაც შეეხება 10 ყველაზე მდიდარი ადამიანის მიერ 2021 წელს გამომუშავებულ თანხას და მათ ჯამურ ქონებას, ის ასეთია:

  1. ილონ მასკი – 270 მილიარდი დოლარის ქონება, 2021 წელს 114 მილიარდი დოლარის მოგება
  2. ჯეფ ბეზოსი – 192 მილიარდი დოლარის ქონება, 2,04 მილიარდი დოლარის მოგება
  3. ბერნარ არნო – 178 მილიარდი დოლარის ქონება, 63,6 მილიარდი დოლარის მოგება
  4. ბილ გეითსი – $138 მილიარდი ქონება, $6,39 მილიარდი მოგება
  5. ლარი პეიჯი – $128 მილიარდი ქონება, $46 მილიარდი მოგება
  6. მარკ ცუკერბერგი – $125 მილიარდი ქონება, $22 მილიარდი მოგება
  7. სერგეი ბრინი – 124 მილიარდი დოლარის ქონება, 43,7 მილიარდი დოლარის მოგება
  8. სტივ ბალმერი – $120 მილიარდი ქონება, $39,3 მილიარდი მოგება
  9. უორენ ბაფეტი – 109 მილიარდი დოლარის ქონება, 21,3 მილიარდი დოლარის მოგება
  10. ლარი ელისონი – $107 მილიარდი ქონება, $27,5 მილიარდი მოგება.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g