LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,პანდემიასთან ბრძოლის საკუთარი მეთოდი მოვიფიქრეთ, აივნებზე გამოვდიოდით, ვმღეროდით და ერთმანეთს ვამხნევებდით” – ინგრიდი სტუმრად „არტ-FM“-ში

19
ingrid-alberini

გადაცემის ლაივი LIVE

21 მაისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს მუსიკოსი ინგრიდ ალბერინი სტუმრობდა იტალიიდან, რომელმაც ახალ კომპოზიციაზე Be Italian ისაუბრა.

– როგორ გაჩნდა ვიდეოს შექმნის იდეა?

– ვიდეო კარანტინის დროს გავაკეთე, ძალიან მინდოდა ჩემი ქვეყნისთვის რაიმეს გაკეთება და სწორედ ასე გადავწყვიტე მისი მხარდაჭერა. სამწუხაროდ, ძალიან ცუდად მოგვექცნენ მეზობელი ქვეყნები, რადგან საზღვრები ჩაგვიკეტეს და მარტოს მოგვიწია ვირუსთან გამკლავება. პანდემიასთან ბრძოლის საკუთარი მეთოდი მოვიფიქრეთ, აივნებზე გამოვდიოდით, ვმღეროდით და ერთმანეთს ვამხნევებდით. ძალიან რთული პერიოდი გამოვიარეთ, თუმცა არ გავბოროტდით და საკუთარ თავში ადამიანობა, კეთილგანწყობა შევინარჩუნეთ.

– ძალიან გიყვართ შინაური ცხოველები და კარანტინიც მათთან ერთად გაატარეთ, თქვენი კატები როგორ შეეგუენ თვითიზოლაციას?

– ყოველთვის ძალიან მიყვარდა კატები, მთელი ბავშვობა ქუჩიდან მიმყავდა სახლში და დედასთან, დებთან ერთად ვზრუნავდი მათზე, ისინი კი, თავის სითბოს მჩუქნიდნენ, მახალისებდნენ და განწყობას მიუმჯებესებდნენ. ვფიქრობ, ყველას უნდა ჰყავდეს შინაური ცხოველი, რადგან მათთან ერთად ცხოვრება ბევრად უფრო სახალისო და სასიამოვნოა.

 

– რამდენად რთული დასაძლევი იყო კარანტინი ემოციურად?

– პირველი დღეებში სახლში ვიყავი და სულ ტელევიზორს ვუყურებდი. მინდოდა გამეგო სად იყო სიმართლე ვისთვის დამეჯერებინა. თუმცა, მალე მომბეზრდა ტელევიზორთან ჯდომა და სახლის დალაგება დავიწყე, რაც ერთგვარ მანიად იქცა. ჯერ ყველაფერი დავასუფთავე, მერე კედლების შეღებვას შევუდექი, ბოლოს კი, ჩვენს ბაღში გადავინაცვლე და ბოსტნეული დავთესე, რითაც განსაკუთრებით დედა გავახარე.

– თქვენს მშობლებს საკუთარი კინოთეატრი ჰქონდათ, თავად რამდენად გიყვართ კინო?

– მთელი ჩემი ცხოვრება კინოს ჰგავს, ბავშვობა მართლაც კინოში გავატარე და სახელიც ცნობილი მსახიობის ინგრიდ ბერგმანის პატივსაცემად მივიღე.  თითქმის ყველა კლასიკური ფილმი ვნახე, მერე კი, საუნდთრეკებმა გამიტაცა და კინოს წყალობით არაჩვეულებრივი მუსიკალური გამოცდილება ჩევიძინე.

– ორჯერ იმოგზაურეთ საქართველოში. რა მოგეწონათ ყველაზე მეტად ჩვენს ქვეყანაში?

– ძალიან მიყვარს საქართველო და პირველ რიგში ჯანმრთელობას ვუსურვებ ქართველებს. ყველაზე მეტად ქართული ცეკვა მომეწონა, არაჩვეულებრივი კოსტუმები და უგემრიელესი ქართული ხაჭაპური.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები