საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმიანისტრაცია COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით, საქართველოს საზღვრის კვეთის რეგულაციებს აქვეყნებს.
კოვიდვაქცინით საქართველოში შემოსვლა საჰაერო გზით:
ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საზღვრის კვეთისას წარმოადგენს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს, შეეძლება საჰაერო გზით შემოსვლა.
კოვიდვაქცინით საქართველოში შემოსვლა სახმელეთო გზით:
სახმელეთო გზით შემოსვლა, 1 ივნისიდან, შეეძლება ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საზღვრის კვეთისას წარმოადგენს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს და ბოლო 72 საათში ჩატარებულ პსრ ტესტს.
კოვიდვაქცინის გარეშე საქართველოში შემოსვლა სახმელეთო და საჰაერო გზით:
საზღვრის კვეთა შესაძლებელია მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული პსრ ტესტის უარყოფითი პასუხით და ამ შემთხვევაში, პირები, ვალდებულნი იქნებიან შემოსვლიდან 72 საათში (მე-3 დღეს) განმეორებით ჩაიტარონ პსრ ტესტი. 72 საათიანი პსრ რეჟიმით შემოსვლის შემთხვევაში სავალდებულოა ელექტრონული აპლიკაციის შევსება, რომელიც განთავსებულია stopcov.ge-ზე:
https://registration.gov.ge/pub/form/8_protocol_for_arrivals_in_georgia/tk6157/
საქართველოს მოქალაქე, საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში, სურვილისამებრ, დაექვემდებარება 8-დღიან თვითიზოლაციას (თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაში – საკარანტინე სივრცეში გადასვლას) ან მე-3 დღეს სავალდებულო PCR ტესტირებას საკუთარი ხარჯით;
საქართველოს მოქალაქე, საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის არქონის შემთხვევაში – დაექვემდებარება 8-დღიან სავალდებულო თვითიზოლაციას (თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაში – საკარანტინე სივრცეში გადასვლას);
საქართველოს თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომლებსაც უფიქსირდებათ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში ინდოეთის რესპუბლიკაში მოგზაურობის ისტორია, 14 დღით დაექვემდებარებიან საკარანტინე სივრცეში გადასვლას (საკუთარი ხარჯებით). ასევე, აუცილებელია სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე წარადგინონ საზღვრის კვეთამდე უკანასკნელ 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტი;
იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსა და რეზიდენტებს საქართველოს საზღვრის კვეთა ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხით შეუძლიათ: ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ისრაელის სახელმწიფო, თურქეთის რესპუბლიკა, შვეიცარიის კონფედერაცია, ნორვეგიის სამეფო, ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, საუდის არაბეთის სამეფო, კატარის სახელმწიფო, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბაჰრეინის სამეფო, სომხეთის რესპუბლიკა, აზერბაიჯანის რესპუბლიკა, უკრაინა, ყაზახეთის რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია, ბელარუსის რესპუბლიკა, თურქმნეთი, უზბეკეთის რესპუბლიკა, ტაჯიკეთის რესპუბლიკა, ყირგიზეთის რესპუბლიკა.
ამ ქვეყნების ჩამონათვალს, 1-ელი ივნისიდან ემატება: იაპონია, კანადა, ქუვეითი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, მოლდოვა, ომანი.
ეკონომიკური საქმიანობის ეტაპობრივი აღდგენის გეგმა
► 1-ელი ივნისიდან კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა სრულად მოიხსნება და მათ საშუალება ექნებათ სტუმრები დახურულ სივრცეში მიიღონ;
► აღდგენილია სასტუმროების ფუნქციონირება სამთო კურორტებზე არსებული ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით;
► სამთო კურორტებზე ფუნქციონირებს არსებული საბაგიროები, ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით;
► აღდგენილია საქალაქთაშორისო ტრანსპორტი;
► საქართველოს მასშტაბით განახლდა რესტორნების შიდა და გარე სივრცეების ფუნქციონირება;
► განახლდა კონფერენციების და ტრენინგების გამართვა შესაბამისი პროტოკოლის დაცვით (70 პირის დაშვების ნებართვით);
► განსაზღვრული რეგულაციების დაცვით გაანახლეს ფუნქციონირება სპორტულ დარბაზებმა ;
► განახლდა მუზეუმების და ბიბლიოთეკების საქმიანობა;
► განახლდა თეატრალური წარმოდგენები მაყურებლის დასწრებით, სპორტული კლუბების და შეჯიბრებების, პროფესიული ანსამბლების საქიანობა;
► განახლდა არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები;
► ამასთან, ძალაში რჩება 23 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა და ასევე ძალაში რჩება შეზღუდვა ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ქორწილს, ქელეხს და ბანკეტს.