გერმანია განაგრძობს შეზღუდვების გაძლიერებას კოვიდპანდემიის გამო.
მორიგი ნაბიჯი ქვეყნებს შორის საზღვარზე კონტროლის გამკაცრებაა.
Deutsche Welle-ს ინფორმაციით, გერმანიის ხელისუფლების შეშფოთება მას შემდეგ გაიზარდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთში, მოზელის რეგიონში კოვიდ-19-ის შესაძლო ახალი ვარიანტები აღმოაჩინეს.
ახალი რეგულაციების მიხედვით, ყველა მოქალაქე, რომელიც მოზელის რეგიონიოდან გერმანიაში ბრუნდება, ვალდებულია წარადგინოს უკანასკნელი 48 საათის უარყოფითი ტესტი.
ამ დროისთვის გერმანიაში აღრიცხულია ინფიცირების 2 450 294 შემთხვევა და გარდაცვალების 70 687 ფაქტი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქფრანგეთში კოვიდ-19-ით დაინფიცირდა 3 755 968, ხოლო გარდაიცვალა 86 454 ადამიანი.
გერმანიას სასაზღვრო კონტროლი აქვს დაწესებული ასევე ჩეხეთთან და ავსტრიასთან.
რაც შეეხება საფრანგეთის სამეზობლო პოლიტიკას კოვიდპანდემიის დროს, ქვეყანამ უკვე მესამედ, 2 ნოემბრიდან შემოიღო ახალი რეგულაციები და ასევე გაამკაცრა ქვეყანაში შესვლის წესები.