LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიის გამო, საქართველოს ეკონომიკის დანაკარგი 2020-2021 წლებში 8.5 მლრდ ლარს მიაღწევს

69
152457567-3861790797192538-1646154506757670944-n

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა გლობალური პანდემიის გამო, ეკონომიკაზე მიყენებულ ზიანზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პანდემიის ეფექტებიდან გამომდინარე, მხოლოდ 2020 წელს, საქართველოს ეკონომიკამ 4,0 მილიარდი ლარი დაკარგა, ხოლო 2020-2021 წლებში, ჯამური დანაკარგი 8,5 მილიარდი ლარი იქნება.

„მიუხედავად სირთულეებისა, ამ ეტაპისთვის, ჩვენ შევინარჩუნეთ საკრედიტო რეიტინგები. ბოლო შეფასება განახორციელა სააგენტო Fitch-მა, რომელმაც უცვლელად დატოვა ჩვენი სუვერენული რეიტინგის მაჩვენებელი, რის მიზეზადაც გონივრული ფისკალური პოლიტიკა და გამოწვევებზე სწორი მაკროეკონომიკური პასუხების გაცემის უნარი დაასახელა“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მისი თქმით, პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფისკალურ მაჩვენებლებზეც. 2020-2021 წლებში, ბიუჯეტზე დამატებითმა ზეწოლამ 7 მილიარდ ლარს მიაღწია. შედეგად, 2020 წელს საბიუჯეტო დეფიციტი გაიზარდა მთლიანი შიდა პროდუქტის 9,4 პროცენტამდე და 2021 წელსაც შეუძლებელი გახდა მისი შემცირება 7,6 პროცენტზე დაბალა.  დეფიციტის ზრდასთან ერთად, გაიზარდა მთავრობის ვალის თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან, რომლის მაჩვენებელმაც  გადააჭარბა 60-პროცენტიან ზღვარს.

„სწორედ ამიტომ, მომდევნო წლებში, ჩვენი ძირითადი გამოწვევაა,  მთავრობის ვალის შემცირება.  საბაზისო სცენარის მიხედვით, ჩვენ კანონით დადგენილ ვადებში ვუბრუნდებით ნორმებს, თუმცა საკრედიტო რეიტინგების შესანარჩუნებლად და შემდგომი გაუმჯობესებისთვის, აუცილებელია ვალის მაჩვენებლის მეტად შემცირება. ასევე, აუცილებელია საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება ყოველწლიურად. 2022 წლიდან აუცილებელია მოხდეს მისი რადიკალური შემცირება და დაუბრუნდეს პანდემიამდე არსებულ ნიშნულს. ამასთან, მნიშვნელოვანია, დეფიციტის შემცირება არ მოხდეს ისეთი ღონისძიებების ხარჯზე, რაც შეაფერხებს ეკონომიკურ ზრდას და არ მოგვცემს საშუალებას სწრაფი აღმასვლა გვქონდეს პოსტპანდემიურ პერიოდში“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

როგორც მან განმარტა, აუცილებელია კაპიტალური ხარჯების შენარჩუნება მთლიანი შიდა პროდუქტის 7-8-პროცენტიან ნიშნულზე, რაც უცილებელი პირობაა გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g