LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პანდემიის პერიოდში ბავშვის გაჩენა ნამდვილად სიგიჟეა“ – კეტი პერი

141
safe-image (1)

სულ ცოტა დრო რჩება იქამდე, სანამ  35 წლის კეტი პერი და 43 წლის ორლანდო ბლუმი მშობლები გახდებიან. პერიმ სამზადისის შესახებ Mix 104.1-ის ეთერში ისაუბრა და განაცხადა, რომ ორლანდო ბლუმი, რომელსაც მირანდა კერისგან  9 წლის ვაჟი ჰყავს, გოგონას მოლოდინით საოცრად აღელვებული და აღფრთოვანებულია.

„ვფიქრობ, ორლანდო ძალიან გახარებულია, რომ ჩვენ გოგონა გვეყოლება, როგორც ამბობენ, გოგონები მამების არიან, ვნახოთ რა იქნება. ამ პერიოდში მე უამრავი ემოცია გამოვიარე, შიში, სიხარული, საფრთხე, ახლა მსოფლიოში ქაოსური  პერიოდია, პანდემიის პერიოდში ბავშვის გაჩენა ნამდვილად სიგიჟეა“, – განაცდა პერიმ.

კითხვაზე, თუ რას არქმევს წვილი ქალიშვილს, პერიმ განაცხადა, რომ სახელი ჯერ არ მოუფიქრებიათ, რადგან ფიქრობენ, რომ დრო ჯერ კიდევ აქვთ.

„დრო ჯერ კიდევ გვაქვს, აი დავინახავთ და მივხვდებით, რა სახელიც შეეფერება”, – დაამატა კეტიმ.

შეგახსენებთ, კეტი პერის ორსულობის შესახებ ცნობილი, არტისტის კლიპიდან Never Worn White გახდა, რომელიც მარტში გავრცელდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები