2020 წლის დასაწყისში, კორონავირუსმა არსებული ყოველდღიურობა გლობალური მასშტაბით მნიშვნელოვნად შეცვალა და, ფაქტობრივად, დედამიწა რამდენიმე თვით დააპაუზა.
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, სადაც ადრე ასობით, ათასობით ადამიანი იკრიბებოდა, პანდემიის დროს სრულად დაცარიელდა და უჩვეულო ცხოვრების რიტმში მოექცა.
ამგვარად, COVID 19 დიდ გამოწვევად და საფრთხედ იქცა არა მხოლოდ კონკრეტული ქვეყნებისთვის, არამედ გლობალური ეკონომიკისთვისაც, რომლის სიღრმეში მოქცევა არსებული რეალობის კიდევ უფრო გართულებას გამოიწვევდა. ზოგადად, რთული სათქმელია რა რაოდენობის ზარალი მიიღო მსოფლიომ კორონავირუსისგან, მაგრამ ფაქტია, ცალკეულ ქვეყნებს დიდი ბრძოლა მოუწევთ ჩამონგრეული ეკონომიკის აღსადგენად.
ერთ-ერთი სფერო, რომელსაც კორონავირუსმა დიდი დარტყმა მიაყენა – ავიაცია აღმოჩნდა. ფრენების შემცირებამ, ტურისტების ნაკადი 100%-ით შეზღუდა და ნელ-ნელა ამან ეკონომიკაზეც ჰპოვა გავლენა. საქსტატის მიერ გამოქეყნებული ბოლო მონაცემებით, საქართველოში აპრილის თვის მონაცემებით, ეკონომიკური ვარდა (მინუს) -16,6% იყო, რაც, ბუნებრივია, ძალიან ცუდი მაჩვენებელია, მაგრამ არც გასაკვირია აღნიშნული მონაცემები, რადგან ანალოგიური და უფრო ცუდი მაჩვენებელია მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
პანდემიის გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე განსხვავებულად აისახება და დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დრო დასჭირდება მის დამარცხებას. აზიის განვითარების ბანკის მიხედვით, პანდემია 77$ მილიარდიდან 347$ მილიარდამდე ზიანს მიაყენებს მსოფლიო ეკონომიკას.
მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის ზოგადი ფონი ძალიან ცუდი და მძიმე იყო, სფერო, რომელმაც პანდემიის მიმდინარეობისას მნიშვნელოვანი განვითარება შესძლო – ელექტრონული კომერცია აღმოჩნდა. გამომდინარე იქიდან, რომ გამკაცრებული შეზღუდვების ფონზე, საცალო მაღაზიებს აეკრძალათ საქმიანობა და ყველა ობიექტი რამდენიმე თვით დაიხურა, დელივერი სერვისი და ონლაინ მაღაზიები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებდნენ მუშაობას.
პანდემიის გამოცხადების შემდეგ, მართალია მოქალაქეებმა საკვებ-სასმელისა და პირველადი საჭიროების ნივთების მომარაგება მალევე დაიწყეს, მაგრამ, როდესაც კარანტინის რეჟიმმა მათი სახლში დარჩენა მოითხოვა, ამ პერიოდში, ონლაინ მომხმარებლების რაოდენობა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 65%-ით გაიზარდა.
მოთხოვნა გაიზარდა შემდეგნაირად:
მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო საშუალებებზე (+500%), საკვებ-სასმელზე (+150%), შინაურ ცხოველებზე (+50%) და სხვებზე მნიშვნელოვნად გაიზარდა მოთხოვნა, სამწუხაროდ, გარკვეულ პროდუქციაზე არათუ გაიზარდა, პირიქით – შემცირდა მოთხოვნა. მაგალითად, ფუფუნების საგნებსა (-10%) და სამგზავრო ჩანთებზე (-60%).
სქემიდან ნათლად ჩანს, რომ ონლაინ გაყიდვების მიმართ ნდობა მნიშვნელოვნად გაიზარდა მოქალაქეების მხრიდან.
ის, თუ რამდენად ხარისხიანად მიაწოდებ მომხმარებელს სერვისს ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან ამ ფორმით ყალიბდება ნდობა არა მხოლოდ მომხმარებელსა და კომპანიას შორის, არამედ უშუალოდ სერვისის მიმართ. მსოფლიო მასშტაბით 65%-იანი ონლაინ მომხმარებლების ზრდა, დიდი პროგრესია, რადგან უამრავმა ადამიანმა ისარგებლა ე.წ. დელივერი სერვისით. ამ მხრივ, მოქალაქეები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, თუ რამდენად კომფორტულია სახლში მიტანის სერვისით სარგებლობა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შენაძენის ხარისხი ყველანაირ მოლოდინს ამართლებს.
კოვიდისაგან გამოწვეული შეზღუდვების პარალელურად, რადგან ონლაინ საქმიანობა ნებადართული აღმოჩნდა, ბაზარზე ბევრი ახალი კომპანია გაჩნდა, რომლებმაც თავიანთი საქმიანობა ონლაინ რეჟიმში გააგრძელეს. რამდენად გაუწევენ ასეთი კომპანიები მსხვილ ინტერნეტ მაღაზიებს კონკურენციას ეს სხვა საკითხია, მაგრამ ციფრულ ტექნოლოგიებზე მათი გადმორთვა და ამ კუთხით მომხმარებლებთან კომუნიკაცია, მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
სერვისების მაღალი ხარისხის მხრივ, აღსანიშნავია ონლაინ მაღაზია isurve.ge, რომელიც მთელი პანდემიის განმავლობაში, ყველანაირი წესითა და რეკომენდაციების გათვალისწინებით აწვდიდა მომხმარებლებს იმ პროდუქციას, რომელიც მათთვის განსაკუთრებულ საჭიროებას წარმოადგენდა.
Isurve.ge ერთ-ერთი კომპანია იყო, რომელმაც თავიდანვე სრული მზადყოფნა გამოთქვა ჯანდაცვის სამინისტროსა და სამთავრობო რეკომენდაციების გათვალისწინებით გაეგრძელებინა მუშაობა, რათა უწყვეტად მიეწოდება მოქალაქეებისთვის ნებისმიერი ნივთი, თუ ტექნიკა.
გარშემო მყოფებისგან ხშირად გვესმის ფრაზები: „კოვიდის შემდეგ, მსოფლიო აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო ადრე.“; „ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვლება.“ და ა.შ. დიახ, ჩვენ ახლა ზუსტად იმ გარდასახვის ეტაპზე ვიწყებთ სვლას, როდესაც არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მსოფლიოც ჩვენთან ერთად იწყებს მნიშვნელოვან ეკონომიკურ ცვლილებას.