სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მისმა უწყებამ პანდემიის პირობებში შეძლო სპეკულაციური ფასებისგან დაცვა და უწყვეტი სასურსათო უზრუნველყოფა.
„კოვიდ პანდემიის პირობებში ჩვენი მთავარი ამოცანა იყო სასურსათო მარაგებზე ზრუნვა, მოსახლეობის სურსათით უწყვეტად მომარაგება და ვფიქრობ, სამინისტრომ ზედმიწევნით მოახერხა ამოცანის შესრულება. ეს კერძო სექტორთან თანამშრომლობით მოვახერხეთ, რომელთაც მინდა მადლობა გადავუხადო. ესენი იყვნენ პატრიოტი ადამიანები, რომელთაც ესმოდათ, რომ საკუთარ ბიზნესინტერესებთან ერთად მნიშვნელოვანი იყო საქვეყნო ინტერესები“, – აღნიშნა დავითაშვილმა და დასძინა, რომ მისმა უწყებამ შეძლებისდაგვარად მოახერხა სპეკულაციური ფასებისგან დაცვა.