LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიურ წელს, ქვეყანაში ვაკანტურობის კოეფიციენტი ყველა კლასის ბიზნესცენტრში გაიზარდა

94
1531998968-5b507ab13c9bd

2020 წლის მდგომარეობით, საქართველოში ვაკანტურობის კოეფიციენტი ყველა კლასის ბიზნესცენტრში გაიზარდა – ამის შესახებ Colliers International Georgia-ს საოფისე და კომერციული ფართების ბაზრის შეჯამებით მიმოხილვაშია აღნიშნული.

ორგანიზაციის ცნობით, გასულ წელს, მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა A კლასის და არაკლასიფიცირებულ ბიზნესცენტრებში. ვაკანტურობის კოეფიციენტი გაიზარდა 22 და 10 პროცენტული მაჩვენებლით. ვაკანტურობის კოეფიციენტი კვლავაც ყველაზე მაღალია A კლასის ბიზნესცენტრებში და 47%-ს შეადგენს. მას მოსდევს C კლასი 24%-ით, არაკლასიფიცირებული ბიზნესცენტრები 16%-ით და B კლასი 14%-ით. თანამედროვე ბიზნესცენტრების საშუალო ვაკანტურობის კოეფიციენტი 24%-ს შეადგენს და წინა პერიოდთან შედარებით 10 პროცენტული მაჩვენებლითაა გაზრდილი.

როგორც ამავე მიმოხილვაში წერია, 2020 წელს საშუალო შეწონილი იჯარა 3%-ით შემცირდა არაკლასიფიცირებულ ბიზნესცენტრებში და კვ.მ-ზე 13.9 აშშ დოლარი შეადგინა. საშუალო შეწონილი იჯარა 3%-ით შემცირდა B კლასის ბიზნეს ცენტრებში, ხოლო 1%-ით A კლასში. აღნიშნული მაჩვენებელი 1%-ით გაიზარდა C კლასის ბიზნეს ცენტრებში და კვ.მ-ზე 11.4 აშშ დოლარს გაუტოლდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g