21 ნოემბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურია.
„გახსოვდეთ, პანდემიის პირობებში კენჭისყრის პროცესი უსაფრთხოა. კენჭისყრის შენობაში გათვალისწინებულია ინფექციის გავრცელების ყველა პრევენციული ღონისძიება“, – ასე მიმართავს ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩეველს და საარჩევნო უბანზე მისულ მოქალაქეებს შემუშავებულ ინსტრუქციას აცნობს:
➣ კენჭისყრის ოთახში შესვლამდე დაიმუშავეთ ხელები შესასვლელში განთავსებული სადეზინფექციო სითხით;
➣ ნაკადის მომწესრიგებელს წარუდგინეთ პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი და ამ დროს დროებით მოიხსენით პირბადე იდენტიფიცირების მიზნებისთვის;
➣ რეგისტრატორს წარუდგინეთ პირადობის მოწმობა ან პასპორტი და დროებით მოიხსენით პირბადე;
➣ გააკეთეთ ხელმოწერა ამომრჩეველთა სიაში რეგისტრატორის მაგიდაზე განთავსებული ინდივიდუალური მოხმარებისთვის განკუთვნილი კალმისტრით;
➣ ამავე კალმისტრით ისარგებლეთ საარჩევნო ბიულეტენის შევსებისას;
➣ კალმისტარი დატოვეთ სპეციალურ კონტეინერში;
➣ კენჭისყრის შენობის დატოვებისას ისარგებლეთ გასასვლელში უზრუნველყოფილი სადეზინფექციო სითხით.