პანდუსი, რომელზეც კიბის საფეხურებით უნდა ახვიდეთ – „ფეისბუქზე“ შენობაში შესასვლელი უცნაური „პანდუსის“ ფოტო ვრცელდება.
ავტორი, გაბო მაღლაფერიძე წერს, რომ სურათი ვაკეში, შატბერაშვილის ქუჩაზეა გადაღებული.
„ეს იმაზე უარეს დანაშაულად მიმაჩნია, ვიდრე პანდუსის არ არსებობა, თქვენ როგორ ფიქრობთ?“ – წერს მაღლაფერიძე.