LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანკისის ხეობის სოფელ დუისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

280
Untitled design

პანკისის ხეობის სოფელ დუისში ერთი პირი დაჭრეს.

გავრცელებული ინფორმაციით, 25 წლამდე ასაკის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობები ქვედა კიდურის არეში აქვს მიყენებული.

დაჭრილი მამაკაცი ახმეტიდან თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გავრცელებული ცნობითვე, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. „ფორტუნა“ დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები