პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას მმართველ გუნდში პოლიტიკურ სპეკულაციად აფასებენ. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის თქმით, ვიწრო წრეები დაკავებულები არიან გარკვეული სპეკულაციებით იმის ნაცვლად, რომ დაინტერესებულები იყვნენ ქვეყნის უსაფრთხოებით.
„ეს წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაციაა და სხვა მეტი არაფერი. შეფარვით ცდილობენ, რაღაც ვიწრო პოლიტიკური ქულები დაიწერონ მაშინ, როდესაც ეს საქმე ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება. მაშინ, როდესაც სპეცრაზმელი დაიღუპა, ახალგაზრდა კაცი დაიღუპა და სპეკულაციაა მაშინ, როდესაც გამოძიება, ასე ვთქვათ, აქტიურ პროცესშია. ნდობის ჯგუფი ჩატარდა. ჩართულები არიან დამოუკიდებელი ექსპერტები. მე არ მიმაჩნია ეს სწორად. ეს არის შეფარვით იმის ჩვენება, რომ ვიწრო პოლიტიკური ინტერესები გვირჩევნია ამ ქვეყნის მომავალ მშვიდობიან დღეს,“-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე ოპოზიცია პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და დამნაშავე პირების სისხლის სამართლებრივ დევნას მოითხოვს.