22-23 თებერვალს, 20:00 საათზე, პანტომიმის თეატრში სპექტაკლის „8 აგვისტო“ პრემიერა იმართება.
„8 აგვისტო“ დავით შალიკაშვილის სპექტაკლია, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიაში გადატანილი ომების შედეგებზე ყვება. რეჟისორი ერთმოქმედებიან ტრაგედიაში, არამხოლოდ, ერთ კონკრეტულ ომს, არამედ ჩვენი ქვეყნის ომიანობის პერიოდებს იხსენებს.
ქართული კლასიკური პანტომიმის ენით გადმოცემული ისტორია, გაჭირვების, ტკივილისა და მძიმე დღეების შესახებ ყვება.
სპექტაკლს თანამედროვე, ჟანრობრივად განხვავებული მუსიკა აფორმებს.
