LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანუოცო – პრემიუმ ხარისხი სწრაფი კვების ინდუსტრიაში

938
პანუოცო

ქართული სწრაფი კვების სცენაზე ცოტა ხნის წინ გამოჩენილი ახალი მოთამაშე – „პანუოცო“, რომელმაც იტალიური კულინარიული ტრადიცია ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს მიუსადაგა, მომხმარებელს მალე „ისთ ფოინთშიც“ უმასპინძლებს.

ზურა მამულაშვილი, „აი სი არ ფუუდ ენ ბევერიჯის“ აღმასრულებელი დირექტორი:

– „პანუოცო“ ახალი, ინოვაციური ქართული ბრენდია, თუმცა მის უკან დიდი გამოცდილება დგას ICR ჯგუფის სახით, რომელიც ბაზარზე 1993 წლიდან ოპერირებს. დღეს ის აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა: „ტაბლა“ – ქართული რესტორანი, „პომოდორისომო“ – იტალიური პიცერია და სტეიკჰაუსი, ICR ქეითერინგი და 2024 წლიდან „პანუოცო“ – თანამედროვე იტალიური სწრაფი კვება.

„პანუოცომ“ მომხმარებელს ავთენტური იტალიური პროდუქტი თანამედროვე და ხელმისაწვდომ ფორმატში გააცნო. მის მენიუში წარმოდგენილია სწრაფად მოსამზადებელი, მაგრამ პრემიუმ ხარისხის საკვები. სწორედ ხარისხი, მუდმივად სტაბილური გემო და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა დგას ჩვენთვის პირველ ადგილზე.

– „პანუოცოს“ პირველი ობიექტი ქარვასლაში (ც. დადიანის #7) გაიხსნა, მომდევნო ფილიალი კი დიღომში (აღმაშენებლის ხეივანი #125). როგორც შევიტყვეთ, უახლოეს მომავალში მომხმარებელს „პანუოცოში“ სტუმრობა „ისთ ფოინთშიც“ შეეძლება.

– „პანუოცოს“ გაფართოება ბუნებრივი პროცესია – მომხმარებელმა შეიყვარა პროდუქტი, გაიზარდა მოთხოვნა, შესაბამისად, ვცდილობთ, უფრო მეტ ადამიანს მივცეთ მისი დაგემოვნების შესაძლებლობა. ამ თვალსაზრისით „ისთ ფოინთი“ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ლოკაციაა – აქ მაღალია სხვადასხვა ასაკის და ინტერესის მქონე მომხმარებლის ნაკადი, რაც იდეალურად ერგება „პანუოცოს“ კონცეფციას.

„ისთ ფოინთის“ ფილიალი შეინარჩუნებს „პანუოცოს“ ხარისხის სტანდარტს, მაგრამ მომხმარებელს უფრო კომფორტულ და ხელმისაწვდომ გამოცდილებას შესთავაზებს, ანუ იქნება იგივე გემო, იგივე ხარისხი, მაგრამ უფრო სწრაფი სერვისი.

ზოგადად, ჩვენი მოკლევადიანი მიზანი საქართველოში ყველა მოლში შესვლაა, გრძელვადიანი კი –  წლის ბოლოს უცხოეთის ბაზარზე გასვლა.

– რა ასაკის მომხმარებელში სარგებლობს პანუოცო განსაკუთრებული მოწონებით?

– „პანუოცო“ თავდაპირველად 13-დან 25 წლამდე ასაკის მომხმარებლებზე იყო გათვლილი, თუმცა ის უფროსი თაობის წარმომადგენლებმაც ძალიან შეიყვარეს.

„პანუოცოს“ ბრენდ შეფი გაგვაცანით. არაერთხელ აღგინიშნავთ, რომ პანუოცოს, როგორც ინოვაციური პროდუქტის შექმნაში მას დიდი წვლილი მიუძღვის.

– ზაზა ტატუნაშვილი 16 წლიდან მუშაობს ჩვენთან. იგი რამდენჯერმე გვყავდა იტალიაში გაგზავნილი ტრენინგებზე ჩვენს პარტნიორებთან, გაიარა გადამზადება, პანუოცოს ტექნოლოგიაც იქ ისწავლა და სწორედ მასთან ერთად გავაკეთეთ ეს პროექტი. ზაზა ახლა 22 წლისაა და სრული თავისუფლება აქვს სამზარეულოში, არ ვზღუდავთ არაფერში, „პანუოცო“ მისთვის და ჩვენთვის გიჟური იდეების განხორციელების ადგილია.

ზაზა ტატუნაშვილი, „პანუოცოს“ ბრენდ შეფი:

– პანუოცო არის კერძი, რომელიც აქამდე ადგილობრივ ბაზარზე არ არსებობდა და ის სრულიად ახალ სტანდარტს ქმნის სწრაფი კვების ინდუსტრიაში. პანუოცო არ არის უბრალოდ სენდვიჩი – ეს არის გამოცდილება, რომელიც აერთიანებს იტალიურ კულინარიულ ტრადიციას და თანამედროვე ქალაქის ცხოვრების რიტმს. „პანუოცო“ არ არის უბრალოდ სწრაფი საკვები – ეს არის იტალიური სამზარეულოს თანამედროვე ინტერპრეტაცია მოლების დინამიკისთვის. მისი რეცეპტი ისეა აწყობილი, რომ ნებისმიერ ფილიალში სტუმარმა ერთი და იგივე გემო მიიღოს. მით უფრო, როცა ბრენდი ქსელის გაფართოებაზეა ორიენტირებული, სამზარეულო უნდა იყოს სტაბილური. ამასთან, ჩვენ მხოლოდ ხარისხიანი ინგრედიენტებით ვმუშაობთ, რადგან გვჯერა, რომ fast-food-შიც შესაძლებელია მაღალი კულინარიული სტანდარტის დამკვიდრება.

ამ პროექტში ჩართვა ჩემთვის უბრალოდ ახალი კერძის შექმნა არ ყოფილა, ეს იყო შესაძლებლობა, პატარა ასაკში რეალური პასუხისმგებლობა ამეღო საკუთარ თავზე. ყველაზე რთული ეტაპი ისეთი რეცეპტის შემუშავება იყო, რომლის მიხედვითაც პანუოცო ყველა ფილიალში ერთნაირი ხარისხით მომზადდებოდა. განსაკუთრებით მახარებს, როცა ახალგაზრდა მომხმარებლები გვწერენ, რომ პანუოცო მათთვის საყვარელ საკვებად იქცა. ეს არის ჩემთვის სტიმული, კიდევ უფრო გავაუმჯობესო პროდუქტი და არ გავჩერდე.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g